in

“2021 პირობების გათანაბრების დროა!” – Aldi-ს ანიმაცია ბავშვთა შიმშილის შესახებ

ანიმაციის მთავარი პერსონაჟები ბავშვი და ვიზუალურად გაცოცხლებული შიმშილი არიან

2020 წელს ბავშვთა კვების სიღარიბე მკვეთრად მოექცა ყურადღების ცენტრში. შექმნილ სიტუაციაზე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა “ვოკალური კამპანია”, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი, მარკუს რაშფორდია.

საცალო ვაჭრობის კომპანიამ Aldi ანიმაციური რეკლამა გამოაქვეყნა, სახელწოდებით “შიმშილი”, რომლის ვიზუალურ მხარეზეც ილუსტრატორმა ლიზა სტიკლიმ იზრუნა. რეკლამა ეფექტურად წარმოაჩენს, თუ რა გავლენა აქვს შიმშილს ბავშვების ყოველდღიურობაზე. ანიმაციის მთავარი პერსონაჟები ბავშვი და ვიზუალურად გაცოცხლებული შიმშილი არიან, რომლებიც ყველგან და ყოველთვის “ერთად არიან”…

კომპანიამ ანიმაციის გასახმოვანებლად მარკუს რაშფორდი მოიწვია – “როდესაც სცენარს ვკითხულობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს 10 წლის წინანდელ საკუთარ თავზე ვსაუბრობდი. ეს ამბავი მილიონიბით ბავშვისთვის რეალობაა. ალდი განაგრძობს აქტიურ ნაბიჯებს ბავშვთა საკვების სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად და მე ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოდ დაპირებაში, რომელიც 10 მილიონი საკვების დონაციას გულისხმობს. 2021 პირობების გათანაბრების დროა!” – ამბობს ინგლისელი ფეხბურთელი.

Pitter J პირველ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს

როგორ იღებს მეთიუ მაკკონაჰი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს?