28
Nov
2019

სტაფილო კევინი – წვეულების მეფე! – Aldi-ის საახალწლო რეკლამა

28 Nov 2019



სტაფილო კევინი, საშობაოდ, სარეკლამო ეთერს დაუბრუნდა. მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი ახლა ახალ ხიფათშია გახვეული. მხსნელად კი პაწაწინა პომიდორუკა ევლინება. თავის დახსნის შემდეგ, ბრენდ Aldi-ის ტრადიციული საშობაო კამპანიის გმირი კევინი გარბის და საახალწლო შოუს წაყვანასაც ასწრებს, რობი უილიამსის სიმღერის თანხლებით. ანიმაციური ვიდეორგოლი, რაღაცით, ფილმ “დიდებულ შოუმენს” მოგაგონებთ. ნახეთ, კევინის საახალწლო თავგადასავალი, რომელზეც სააგენტო McCann-მა იმუშავა.

განხილვა