რა მოხდება, შობის ღამით სანტა უბედური შემთხვევის მსხვერპლი რომ გახდეს. რა თქმა უნდა, ვერავინ დაარიგებს საჩუქრებს, თუმცა, როგორ მიიღებს დაკარგულ სანტას საზოგადოება? სუპერმარკეტების გლობალური ქსელი ALDI სწორედ ამ სიუჟეტს წარმოგვიდგენს; სანტას მარხილი ძირს ეცემა, ავსტრალიელები კი მოულოდნელი სტუმრისთვის სიურპრიზს ამზადებენ. სპეციალურად, საშობაო კამპანიისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი ALDI-მ ავსტრალიის ბაზრისთვის, სარეკლამო სააგენტო BMF-თან ერთად მოამზადა.











