20
Mar
2019

XX საუკუნის ქართველი აბსტრაქციონისტი – ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე

20 Mar 2019

“რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მიყვარს ბუნება, შემოდგომა.
მიყვარს პოეზია და მუსიკა. მიყვარს ქალაქის ქუჩებში სიარული და ფიქრი. ხშირად მეკითხებიან, რატო არ ვსაუბრობ საკუთარ ფერწერაზე; დავხატე რა საღებავებით ტილოზე, მე ყველაფერი გავაკეთე ამით.’’

მეოცე საუკუნე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ამ პერიოდში ბევრი საინტერესო მხატვარი მოღვაწეობდა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე.

ზუსტად 90 წლის წინ, 1927 წელს ციმბირის ერთ პატარა სოფელში დაიბადა ალექსანდრე ბანძელაძე. დედა ესტონელი, მამა კი ქართველი ჰყავდა, რომელიც რევოლუციონერობის გამო ცომბირში იყო გადასახლებული. ალექსანდრე ბანძელაძის დაბადებიდან ხუთი წლის შემდეგ მისი ოჯახი საქართველოში ბრუნდება და მშობლიურ ზესტაფონში იდებს ბინას. შეჰყავთ რუსულ სკოლაში. 1942 წელს აბარებს თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. შემდეგ კი -სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, საიდანაც მალევე გარიცხავენ ქვეყანაში არსებული რეჟიმის  პირდაპირი კრიტიკის გამო, მაგრამ წლების მერე სამხატვრო აკადემია  უკვე იმ დროისთვის ცნობილ მხატვარს საკუთარი ინიციატივით გადასცემს დიპლომს.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. იყო წიგნის ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. მიჩნეულია, რომ დავით კაკაბაძის შემდეგ სწორედ მან დაამკვიდრა საქართველოში აბსტრაქციონისტული მხატვრობა. აქტიურად მოღვაწეობდა ქართულ პრესაში.

ჟურნალ ,, დროშის’’ რედაქციაში გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე, სადაც მოახერხა მასთან დაახლოება და მისი ცნობილი პორტრეტის შექმნა. წლების შემდეგ მხატვარი პორტრეტზე მუშაობას ასე იხსენებს:

,,გალაკტიონი ძალიან ადრე, 23-24 წლისამ დავხატე. მაშინ ცხადია, არ შემეძლო ჩაწვდომა მის უნივერსუმში’’. ისე, იმხანადაც ვიცოდი მისი ლექსები ზეპირად, მომწონდა ისინი, მაგრამ გალკტიონის სიდიადე არ მესმოდა. ახლა ყოველთვის მიდევს გალაკტიონი მაგიდაზე და დასვენების დროს თუ არ წავიკითხე, არ შემიძლია’’.

განხილვა