in

„ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი პირველი სამსახური ასეთი მაღალი დონის კომპანიაში იქნებოდა“ – ალექსანდრე ბაცანაძის გზა JTI-ში

კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც JTI- სასტიპენდიო ინიციატივა გამოაცხადა. პროგრამის მიხედვით, უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გადასახადი იყო გათვალისწინებული. ჩავაბარე განაცხადი. სტიპენდიის მოსაპოვებლად გარკვეული ეტაპების გავლა იყო საჭირო. მახსოვს, ერთერთი იყო სიმულაციური თამაში, სადაც სავარაუდოდ გუნდური მუშაობის უნარსა და პიროვნულ თვისებებს ამოწმებდნენ. შემდეგინდივიდუალური გასაუბრებები. სტიპენდია მოვიპოვე და სემესტრის დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს JTI-ში სტაჟირება. პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა ის, რომ მათ დამახსოვრებული ვყავდი და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ ჩემთან დაკავშირება. გავიარე გასაუბრება და დავიწყე სტაჟირება ბიზნესის დაგეგმარებისა და ანალიზის განყოფილებაში. ჩემს ფუნქციაში მიწოდების ჯაჭვის კონტროლი, პროდუქციის გაყიდვისა და ჩამოტანის დინამიკის მონიტორინგი შედიოდა, კავკასიის რეგიონში.

როგორც სტუდენტი, აღფრთოვანებული ვიყავი, ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი პირველი სამსახური ასეთი მაღალი დონის კომპანიაში იქნებოდა. გარემო, კულტურა, ადამიანების მეგობრული დამოკიდებულება და დახმარების სურვილი ხელს მიწყობდა თამამად ვყოფილიყავი და უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნა ნელნელა პრაქტიკაში გადმომეტანა. ამ პოზიციაზე შვიდი თვე გავატარე, რის შემდეგაც, შტატში ჩამსვეს. უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებდი ანალიზს მთლიან რეგიონში და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მომემატა.

მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველასგან. ამან ძალიან გამიადვილა კომპანიაში ინტეგრირება. საკმაოდ მოკლე დროში, უკვე დიდ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. ამ პოზიციაზე წელიწადნახევრის მანძილზე ვიმუშავე. შემდეგ, მარკეტინგის დეპარტამენტში გადავინაცვლე, მარკეტინგის სპეციალისტად. აქ უკვე სულ სხვანაირად ვუყურებდით ბიზნეს პროცესებს. იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან დამეხმარა აღმექვა, როგორ მუშაობს კომპანია. ამ პოზიციაზე ერთი წელი გავატარე და ისევ, ბიზნეს დაგეგმარებისა და ანალიზის დეპარტამენტში დავბრუნდი. დღეს, ვაკონტროლებ მიწოდების ჯაჭვს კავკასიის ორ ქვეყანაში, საქართველოსა და სომხეთში.

ამ ოთხი წლის მანძილზე, ხელშეწყობა იყო ყველა კუთხით ინდივიდუალური ტრენინგებით დაწყებული, შეუზღუდავი ონლაინ სწავლებით დამთავრებული. ძალიან ბევრი საშუალებაა განვითარებისთვის. სამუშაო გარემო პოზიტიურია. ეს საქმე დამეხმარა თვითგამორკვევაში, მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ ანალიზი ძალიან მომწონს. JTI ყველანაირი ადამიანისთვისაა აქ მრავალფეროვნება უყვართ და ფართო თვალსაწიერის მქონე, მონდომებულ ადამიანებს გზა ხსნილი აქვთ. ყველა წარმატებულ სტუდენტს ვურჩევ, ყურადღება მიაქციონ JTI- ს ინიციატივებს და მათში მონაწილეობა მიიღონ. 

ალექსანდრე ბაცანაძე ბიზნეს დაგეგმარებისა და ანალიზის სპეციალისტი

თიბისის პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა

როგორია ბრენდის პერსონიფიკაციის მომავალი და არქეტიპების როლი ამ პროცესში?