in

ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს კინოფესტივალზე შედგება

რეჟისორმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში “Blutsauger” (სისხლისმსმელები)

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

ფილმი, რომელიც ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს, საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ პერსონაჟებს, გიორგისა და ლიზას ერთმანეთი მოულოდნელად უყვარდებათ, როდესაც ქუთაისის ქუჩებში მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება. მომდევნო დღეს ერთმანეთის ნახვის იმედით სახლებში წასულები, სრულიად არ ფიქრობენ რაიმე ცუდზე… ცხოვრება გრძელდება, ქალაქში ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინება, ქუჩები სავსეა ძაღლებით, თუმცა ჩნდება კითხვები – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას? და თუ შეძლებენ, იცნობენ ერთანეთს?

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კობერიძე, გარდა რეჟისორის ამპლუისა, მსახიობის როლშიც მოხვდა ბერლინალეზე. ის მონაწილეობს ფილმში “Blutsauger” (სისხლისმსმელები) – ეს არის მარქსისტული ვამპირული კომედია, სადაც უსახლკარო საბჭოთა ლტოლვილს ექსცენტრული ახალგაზრდა ვამპირი უყვარს, რომელიც ზაფხულს თავის უცნაურ მსახურთან ერთად ატარებს.

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჭარბი წონის საწინააღმდეგოდაც ეფექტურია

Mastercard სავაჭრო ობიექტებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების საშუალებას მისცემს