in

მტვრიანი არქივიდან აუქციონის სიმაღლეებამდე: ალექსეი ბალაბუევის შემოქმედება Osenat-ის საერთაშორისო აუქციონზე

ხელოვნების სამყარო ხშირად საჯარო გამოფენებსა და სახელგანთქმულ ავტორებთან ასოცირდება, თუმცა ამავე სფეროს ნაწილია ნაკლებად ცნობილი სახელები და მიმართულებები, რაც ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს. სწორედ ასეთი მივიწყებული, მაგრამ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფიგურაა ალექსეი ბალაბუევი ქართული ხელოვნების საბჭოთა პერიოდის ისტორიაში, როგორც არაკონვენციური და არაიდეოლოგიური მხატვარი. მისი შემოქმედება ნაკლებად შესწავლილია. ამ მიმართულებით  სახელოვნებო ორგანიზაცია R.A.V-ის (Reach Art Visual) გუნდი ხელოვნებათმცოდნე კონსტანტინე ბოლქვაძესთან თანამშრომლობით მუშაობს ბალაბუევის შემოქმედების კვლევასა და მისი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაზე.

R.A.V-მა სულ ახლახან ალექსეი ბალაბუევის სამი ნამუშევარი Osenat-ის საერთაშორისო აუქციონზე წარადგინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული მოვლენაა. აუქციონი პარიზში 2024 წლის 14 იანვარს გაიმართა.

ალექსეი ბალაბუევის წარდგენილი სამივე ნამუშევარი თავდაპირველზე სამჯერ მეტი ფასით შეიძინეს დაინტერესებულმა კოლექციონერებმა. პირად კოლექციებში მოხვდა ბალაბუევის 1990 წლის „პეიზაჟი“ (1071EUR), 1991 წლის „პეიზაჟი ხით“ (819EUR) და 1992 წლის „სახურავების ხედი მერცხლებით“ (1197EUR). ალექსეი ბალაბუევის მივიწყებული სახელი საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესის არეალში მოექცა.

„პეიზაჟი ხით”
„პეიზაჟი”
„სახურავების ხედი მერცხლებით”

R.A.V-ის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა არქივებში მივიწყებული შედევრების ძიება და მათი ხელახალი ინტეგრირება სახელოვნებო და საჯარო  სივრცეში. ქართული ხელოვნების საარქივო და საკოლექციო მასალაზე მუშაობისას, პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეების გუნდთან ერთად ორგანიზაცია, ქართულ სახელოვნებო სივრცეში მივიწყებული ავტორების ხელახალი აღმოჩენით, ფართო საზოგადოებას ხელოვნების უწყვეტ მნიშვნელობას შეახსენებს, ხოლო, წარსულთან ანალიტიკური კავშირითა და განახლებული პერსპექტივით, R.A.V აწმყოს ყოველდღიურ რეალობას ამდიდრებს.

[R]

დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

ნახეთ: რუთ ორკინის თეატრალური ფოტოები