in ,

“ალერგიული” ბილბორდები – კამპანია სიგარეტის წინააღმდეგ

ახალი წელი ახალი ჯანსაღი ჩვევებისთვის ყველაზე კარგი დასაწყისია. შვედურმა ფარმაცეპტულმა კომპანია Hjärtat–მა კამპანია წამოიწყო სიგარეტის წინააღმდეგ. იდეის განსახორციელებლად, ბრენდის წარმომადგენლებმა ქუჩებში ინტერაქტიული ბილბორდები დაამონტაჟეს. როგორც კი მის ახლოს ვინმე სიგარეტით ხელში გაივლიდა, სპეციალური დეტექტორი თამბაქოს ბოლს აღიქვამდა და ბილბორდზე გამოსახულ მამაკაცსაც მაშინვე ხველება ეწყებოდა. მას შემდეგ, რაც უჩვეულო “ალერგიული” ბილბორდი ქუჩაში გამვლელი მწეველების ყურადღებას მიიქცევდა, მასზე იმ საშუალებების ჩამონათვალი ჩნდებოდა, რომელთა დახმარებით სიგარეტისთვის თავის დანებება შეიძლება.

BOG
BOG

 

სანაპიროზე დაყრილი ნარჩენებისგან შექმნილი სავარჯიშო მოედანი

კალათბურთი დრამის ფონზე – კაირი ირვინგი Nike-ის ვიდეორგოლში