in

Alessandro Cortini-ს ლაივი კლუბში KHIDI

6 მაისს, კლუბში KHIDI, „WATERSHED SERIES“-ის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი მუსიკოსი, Alessandro Cortini, ორ ქართველ მუსიკოსთან, Oimactta და რეზო ღლონტთან ერთად დაუკრავს.

BOG
BOG

Alessandro Cortini, იტალიელი მულტი-ინსტრუმენტალისტი, ხმის სინთეზსა და მოდულარ სისტემებზე ორიენტირებული მუსიკოსია, რომელიც ფართო საზოგადოებამ Nine Inch Nails-ის წევრობით გაიცნო. 2005 წლიდან 2008 წლამდე, კორტინი ჯგუფთან ერთად დადიოდა ტურებზე: “Live: With Teeth”, “Performance 2007” და “Lights In The Sky Over North/South America”. ტურის დროს, კორტინი ძირითადად უკრავდა კლავიშიან ინსტრუმენტებზე, თუმცა ასევე ასრულებდა გიტარისა და ბას-გიტარის პარტიებს. ალესანდრო კორტინიმ მონაწილეობა მიიღო Nine Inch Nails-ის ალბომების შექმნაში: Ghosts I-IV და The Slip. 2008 წელს ალესანდრო კორტინიმ დატოვა ჯგუფი და წამოიწყო სოლო პროექტები.

Alessandro Cortini-ს მუსიკა შეიძლება მივაკუთნოთ ისეთ ჟანრებს, როგორებიცაა – დრონი, ემბიენტი, ტექნო, რომელიც ერთიანდება მისთვის დამახასიათებელ ექსპერიმენტალურ ჟღერადობაში.

Oimactta, ქართველი პროდიუსერის, ლადუკა ნინუას პროექტია, რომლის ფარგლებშიც გამოშვებული აქვს ორი EP ალბომი: Bad Trips და Tractarent. პროექტის დიდი წარმატების მიუხედავად, ლადუკა ნინუამ შეაჩერა Oimactta. 6 მაისს, კლუბში KHIDI/ხიდი, Oimactta სპეციალურად „WATERSHED SERIES“-სთვის შექმნილი ლაივ აქტით წარდგება მსმენელის წინაშე.

რეზო ღლონტი, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუსერი და საუნდ არტისტია. გამოშვებული აქვს ორი ალბომი Тhe Diary of the Second Officer(2012) და Budapest(2016). მსმენელს, 6 მაისს, კლუბში, KHIDI/ხიდი რეზო ღლონტი ლაივ შესრულებას მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ „WATERSHED SERIES“, არის კლუბი KHIDI-ს პროექტი, რომლის მიზანიც არის დაინტერესებულ მსმენელს შეთავაზოს გამორჩეულად საინტერესო ლაივ კონცერტები. პროექტის ფარგლებში პირველი ლაივი ჩატარდა 2016 წლის 30 სექტემბერს, სადაც KHIDI-ს სტუმრები იყვნენ ცნობილი მექსიკელი არტისტი, Murcof, იგივე Fernando Corona და ადგილობრივი მუსიკოსები: Avi Musaifi და TETE NOISE.

თვითმფრინავის ბილეთი საჩუქრად და დაუვიწყარი შოპინგი! – Foot Locker-ის სიურპრიზი

Samsung-ის სახალისო ექსპერიმენტი Galaxy S8–ის რეკლამისთვის