in

ალექსი ჩიქოვანი კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ მრჩეველთა საბჭოს წევრია!

კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის Advisory Board-ის წევრი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, ალექსი ჩიქოვანია.

ალექსი ჩიქოვანი სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტია, რომელიც წლებია ქართულ ბაზარზე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ბრენდებს ქმნის და ამ პროცესში თანამშრომლების როლს განსაკუთრებით აფასებს. ალექსი აქტიურია გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. ის გახლავთ სტრატეგიული ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი სწავლების თექვსმეტწლიანი გამოცდილებით. 

„ალექსი ჩიქოვანის Advisory Board-ში ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. გვჯერა, რომ მისი ჩართულობა ამ პრესტიჟულ გამოცემას ბრენდინგის მიმართულებით უახლესი ბიზნესინსაიტებითა და პრაქტიკული გამოცდილებით გაამდიდრებს.“

თიბისის განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

„რას ნიშნავს სიძლიერე დღეს?“ — Dr. Martens-ის კამპანია