in

„როგორ დავამარცხოთ ფრენის შიში“ – ფსიქოლოგისა და პილოტის ალექსეი გერვაშის სპეციალური სემინარი

16 სექტემბერს, მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი და პილოტი ალექსეი გერვაში, თბილისში, სპეციალურ სემინარს გამართავს. როგორც ღონისძიების მასპინძელის „solo lifestyle“-ის ხელმძღვანელი ნინი ჩიქოვანი ამბობს, შეხვედრის მთავარი თემაა „როგორ დავამარცხოთ  აეროფობია“.

ნინი ჩიქოვანი: აეროფობია არის ერთ-ერთი გავრცელებული ფობია, რომელიც ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, ფრენის შიშის დაძლევა შესაძლებელია, რაც მხოლოდ გარკვეული გზით – საკუთარი ფიქრების სწორი მიმართულების მიცემით მიიღწევა. ალექსეი გერვაში, სემინარის მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: აეროდინამიკა, რეალური და მოჩვენებითი შიში, ძირითადი შეცდომების ანალიზი აზროვნებისას, ადამიანური ფაქტორი, გენეტიკის, აღზრდის როლი აეროფობიის ფორმირებისას, პერფექციონიზმი და მისი გავლენა აეროფობიაზე, პანიკური შეტევები, თანმხლები აშლილობა და მათთან მუშაობის მეთოდები. ასევე, ისაუბრებს თემაზე „როგორ დავამარცხოთ აეროფობია და ვიფრინოთ მშვიდად“.

ცნობილია, რომ აეროფობიასთან საბრძოლველად, ალექსეი გერვაშმა სპეციალური აპლიკაციაც  შექმნა . . .  

Sky Guru, ტურბულენტობისა და ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, ფრენის შესახებ  სრულ ინფორმაციას  იძლევა. აპლიკაცია, ჯერ კიდევ გამგზავრებამდე, რეისის ნომრით განსაზღვრავს, როდის მოხდება აფრენა, სავარაუდოდ, როგორი ტურბულენტობა იქნება და ამინდიდან გამომდინარე, რა დრო დასჭირდება დანიშნულების ადგილზე ჩაფრენას. iPhone SkyGuru იძლევა შესაძლებლობას, დაინტერესებულმა პირებმა, რეალურ დროში, მიიღონ ინფორმაცია თვითმფრინავში არსებული უცნობი ხმების, თვითმფრინავის მოძრაობებისა და თავიანთი ვესტიბულური  შეგრძნებების შესახებ.

რამდენად ეფექტურია ასეთი ტრენინგები?

ალექსეი არის ფსიქოლოგი და პილოტი და ხშირად შეხვედრია ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გაუჩნდა სურვილი აეხსნა მათთვის, რატომ არ უნდა ეშინოდეთ ფრენის და დაიწყო სემინარების ჩატარება. 22 წელია ამ საქმიანობას ეწევა და 7000-მდე ადამიანს დაეხმარა, მშვიდად ფრენაში. მისი  ერთი სემინარის შემდეგ, ადამიანი თავისუფლდება ამ ფობიისგან და მზად არის, შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რომ თავად დარწმუნდეს შედეგსა და ეფექტურობაში.

ვის შეუძლია ამ ღონისძიებაზე დასწრება?  

ღონისძიება იმართება ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის, რომლებმაც დასწრების სურვილის შემთხვევაში, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბმულის მეშვეობით, ან დაუკავშირდნენ საკუთარ  SOLO ბანკირს. სემინარი ფასიანია, ღირებულება – 160 ლარი(„ონლაინ“ კურსის ღირებულება 1000 ლარს შეადგენს). შეხვედრა გაიმართება  16 სექტემბერს, ჭავჭავაძის 29 ნომერში არსებულ  SOLO Lounge- ში, 11:00 საათზე.

რატომ გადაწყვიტეთ ალექსეი გერვაშის მოწვევა?

ვისაც ფრენის შიში აქვს, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, აეროფობია მარტივად დაამარცხოს. სემინარზე ალექსეი გერვაში სიღრმისეულად განიხილავს ფრენის შიშთან დაკავშირებულ თავისებურებებს, სემინარის მონაწილეებს გააცნობს გამომწვევ მიზეზებს და გადაჭრის საიმედო გზებს. მისი თქმით, ნებისმიერი რაღაცის შიში არცოდნიდან მოდის და ყველაფერი, რისიც გვეშინია, უნდა შევისწავლოთ. პილოტისა და ფსიქოლოგის რანგში მან საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, რასაც ფრენის შიშის მქონე ადამიანებს უზიარებს და შედეგის ოპერატიულად  მიღწევაში ეხმარება. გვინდა, „სოლოებს“ დავეხმაროთ აეროფობიის დაძლევაში, რადგან მოგეხსენებათ, ისინი  საქმიანი ადამიანები არიან და ხშირად უწევთ სამსახურებრივი მივლინებით, სხვადასხვა ქვეყანაში  ფრენა. ეს შიში კი, ალბათ, დიდ დისკომფორტს უქმნის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც ამ ფობიის დაძლევაში უკვე არაერთ ადამიანს დაეხმარა და ასწავლა, როგორ იმგზავრონ მშვიდად ტურბულენტობაშიც კი და როგორ მართონ საკუთარი აზრები. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,  ეს სემინარი დაინტერესებულ პირებს დაეხმარება ისწავლონ  მშვიდად ფრენა, იცხოვრონ ნაკლები შიშით,  უნდობლობითა და მეტი შინაგანი სიმშვიდით.

ბურტ რეინოლდსის ლეგენდარული ფოტო, რომელიც სხვა კამპანიების ინსპირაციად იქცა!

3 შეკითხვა, რომელიც პიარ სააგენტოს წარმომადგენლებს თანამშრომლობის დაწყებამდე უნდა დაუსვათ