ალექს პრაგერის ახალი გამოფენის „გაქცევის“ მეორე თავი მისი გამოძიების დასკვნით ნაწილს წარმოგვიდგენს — ადამიანების პასუხს სოციალურ ცვლილებებზე, რომელიც აერთიანებს ფილმს, ფოტოგრაფიასა და ქანდაკებებს. პირველი ნაწილი კი „მთის“ სახელწოდებით გაგვაცნო.
დიახ, სახელები საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ეს თავისივე ცენტრალურ კომპონენტს ეხმიანება – მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით Run, რომელიც, თავის მხრივ, მას ელენ რეიდის პატივსაცემად დაერქვა.
Run მოქმედებებით არის დატვირთული, ფილმი იხსნება ადამიანთა ჯგუფით, რომლებიც ნელა ატრიალებენ დიდ სარკისებურ სფეროს ქუჩაზე. ამას თან ახლავს ხმები, რომლებიც ფილმის სახელს გვახსენებს.
„Mountain ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნის დროს ემოციურ მდგომარეობებს იკვლევდა, Run კი აკვირდება იმ მექანიზმებს, რომლებმაც აქამდე მიგვიყვანა“, — აცხადებს პრაგერი.
გამოფენა სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორისაა „ბურთი“ — სარკისებრი ქანდაკება, რომელიც ფილმის ცენტრალური ობიექტით არის შთაგონებული, სადაც სტუმრებს საკუთარ ანარეკლზე დაკვირვების საშუალებაც აქვთ. შოუში ფილმში გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ — სესილი, რომელსაც ქეთრინ უეთერსტონი თამაშობს, დამწუხრებული გამომეტყველებით პროტაგონისტს წარმოგვიდგენს. დიახ, ეს მთავარ სურათზე ნაჩვენები ვარდისფერკაბიანი ქალია.
კიდევ ერთი ნამუშევარი „ძილი“ კი რთულ კომპოზიციას გთავაზობთ, რომელშიც ადამიანები გარეუბნის ქუჩაში წვანან ისე, თითქოს, რაღაც აპოკალიფსი მოხდა ფლეშმობის დროს — პრაგერისთვის ავადმყოფობისა და ბოროტების შერწყმის სიმბოლო.
გამოფენა კი 4 მარტამდე გაგრძელდება.