in

Alexa-ს გარდაცვლილი ადამიანების ხმით საუბარი შეეძლება

veon
veon

ალბათ, მხოლოდ ტექნიკურ გიგანტებს შეუძლიათ ისეთი ინოვაციური იდეის მოფიქრება და განხორციელება, როგორიც Amazon-ის ახალი პროექტია. საუბარია ყველასთვის კარგად ნაცნობ Alexa-ს ჭკვიან დინამიკზე, რომელსაც მალე შეეძლება, გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს. კი, ჩვენც „შავი სარკე“ გაგვახსენდა…

ყოველწლიური re:Mars კონფერენციის დროს, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართა, „ამაზონის“ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და Alexa-ს მთავარმა მეცნიერმა, როჰიტ პრასადმა, გარდაცვლილი ბებიის ხმის დემო ვერსია წარადგინა. როგორც ამბობენ, ბებია ბავშვს ძილისწინა ამბავს უკითხავდა.

ხმის კონვერტაციის პრინციპით, ხმოვან ჩანაწერზე დაახლოებით ერთწუთიანი ვარჯიშის შემდეგ ასისტენტი ადამიანის იმიტირებულ ხელოვნურ ხმას შექმნის. თავად პრასადმა ბებიის მარადიული ძილისგან ციფრულ გამოღვიძებას დიდი გამარჯვება უწოდა. „რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი ოცნებები და სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცევა“. 

ცხადია, ეს არ არის პირველი მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ხმის იმიტაციას ასრულებს. სინამდვილეში, იაპონური სათამაშოების მწარმოებლის Takara Tomy-ის AI გაჯეტს შეუძლია, ბავშვებს მშობლების ხმით უამბოს სხვადასხვა ამბავი.

ამ ყველაფრის პარალელურად, გასათვალისწინებელია ეთიკის ნორმებიც, რადგან კომპანია მეტისმეტად სენსიტიურ საკითხს ეხება. გარდაცვლილი ადამიანების ხმის მიზანმიმართული იმიტაცია არა მხოლოდ საშიშია, არამედ მისი ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებაც შეიძლება. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, რომლის გამოწვევაც შეუძლია.

CityPay.io-სა და Bitnet-ის ერთობლივი პროდუქტი — „პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია“

რა გავლენა აქვს ლურჯ გამოსხივებას ჩვენს კანზე? — კვლევა