1
Feb
2018

რატომ ჩაანაცვლა ენტონი ჰოპკინსმა Alexa? – Amazon-ის ვიდეორგოლი სუპერთასისთვის

1 Feb 2018

Elit Electronics


Amazon-ის ხმოვანმა მოწყობილობამ Alexa, რომელსაც უამრავი დავალების შესრულება შეუძლია, ხმა დაკარგა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თვით ჯეფ ბეზოსმა, პრობლემის მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ გზას მიაგნო. გაწონასწორებული და სასიამოვნო ხმა რებელ უილსონმა, ცნობილმა შეფ მზარეულმა გორდონ რამსიმ და ლეგენდარულმა ენტონი ჰოპკინსმა ჩაანაცვლეს. მართალია, შემადგენლობა შთამბეჭდავია, მაგრამ მათი მუშაობის შედეგი საკმაოდ ქაოტური აღმოჩნდა. Amazon-მა ეს სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი სპეციალურად სუპერთასისთვის, სააგენტო Lucky Generals-ის დახმარებით, შექმნა.

 

განხილვა