in

რატომ გაუშვა რადიო არხმა რეკლამა, რომელიც ხალხს Alexa-ს მოსმენისკენ მოუწოდებს?

ახლახან გლობალური რადიო ბრენდი Heart ამაზონთან გაერთიანდა, რათა დიდი ცვლილება შეეტანა ბრიტანეთის საზოგადოების ქცევაში — კერძოდ, სახლის ასისტენტებთან რადიოს ინტერაქცია წაეხალისებინა.  რეკლამა, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანები ამანდა ჰოლდენი და ჯეიმი თეაქსტონი, მაყურებლებს მოუწოდებდა, ალექსასთვის ეთქვათ: “Alexa, play Heart”.

„მისია მარტივი იყო — აგვემაღლებინა ცნობიერება, რომ ალექსას მეშვეობით Heart-ის მოსმენაა შესაძლებელი. ვცდილობთ, ახალი ჩვევები ახალ ადგილას, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით დავგეგმოთ. რადიოს მოსმენა მარტივია Alexa-ს მოწყობილობებზე, მაგრამ ყველამ არ იცის ამის შესახებ“, — განმარტავს გლობალური ბრენდის მარკეტინგის დირექტორი სამანტა კოდრინგტონი.

გარდა ამისა, კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ბრენდის იდენტობის ხაზგასმა. „ტელევიზორი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა Heart-ის მსმენელებთან დასაკავშირებლად. ვიცით, რომ ისინი ტელევიზორს უყურებენ, რაც ჩვენთვის შესანიშნავია ვიზუალურად ემოციური და გასართობი კონტენტის მისაწოდებლად“. შესაბამისად, სატელევიზიო გაშუქება ბრენდს მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალი კამპანიის დიდ მასშტაბებზე გავრცელებაში. დამხმარე ძალას კი YouTube, BVOD, სოციალური, გარე და რადიო რეკლამები წარმოადგენს.

კამპანიის ზრდის გაზომვა საკმაოდ მარტივი იქნება. Global გაიგებს, რამდენმა ადამიანმა გამოიყენა ხმოვანი ფუნქცია. ამის საფუძველზე, ბიზნესს შეეძლება გამოთვალოს ROI და დაინახოს, რამდენი ახალი მსმენელი ინარჩუნებს ჩვევას.

„ჭკვიან დინამიკებზე რადიოს მოსმენა ფენომენალურ ზრდას განიცდის, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს პლატფორმა. ახლა შესანიშნავი დროა ამ გზავნილის გადასაცემად ძირითადი ბრენდის კამპანიით, რათა ეს ზრდა დააჩქაროს და პოტენციურ ახალ მსმენელამდე მივიდეს“, — დასძინა კოდრინგტონმა.

Adobe-ს ახალი აპლიკაცია მხოლოდ პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის იქმნება

ახალმა ტელესკოპმა მზის დეტალური ფოტოები გადაიღო