გუშინ, სიეტლში გამართულ ღონისძებაზე „ამაზონმა“, ხმოვან ასისტენტ Alexa-სთვის ახალი ნეირონული, Text to Speech მოდელი წარადგინა. ეს საკმაოდ განსხვავებული მოდელია იმისგან, რასაც ამ კუთხით, „ამაზონის“ კონკურენტები – Google და Microsoft იყენებენ. Alexa-ს განახლების ფარგლებში, Amazon იყენებს ახალ, მანქანური სწავლების ტექნიკას, რომლის დახმარებითაც ხმოვანი ასისტენტის გამოყენება მეტად ემოციური შეიძლება გახდეს.
Amazon-ის თქმით, Alexa მალე სემუელ ელ ჯექსონის ხმით ისაუბრებს. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, „ალექსას“ ახლა უკვე შეუძლია ცნობილი ადამიანების ხმები ისწავლოს და ისინი თქვენთან კომუნიკაციისას გამოიყენოს. სემუელ ელ ჯექსონი პირველი ასეთი ადამიანია. სხვა ხმები Alexa-ზე მომდევნო წლიდან გამოჩნდება და სავარაუდოდ, მათი გამოყენება ფასიანი იქნება.