2020 წლის მიწურულს, მოდის ბრენდები განსაკუთრებული შემოქმედებითი გამოწვევის წინაშე დადგნენ!
რა ფორმით უნდა წარადგინონ თავიანთი კოლექციები იმისთვის, რომ აუდიტორიასთან კომუნიკაცია იყოს დროული, ადეკვატური და თანაც ეფექტური?
„ალექსანდრ მაკ-ქუინის“ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსის ციფრულ პრეზენტაციაზე, უჩვეულო სიმშვიდე რომ მოაქვს და ადამიანური კავშირებით დამუხტულ, მონატრებულ სამყაროს წარმოგვიდგენს, რეჟისორმა, ჯონათან გლეიზერმა იმუშავა.
ნახეთ ნამუშევარი „პირველი სხივი“ და ისიამოვნეთ: