in

Alexander McQueen-ის ახალი ბოტასებით „ცაში აფრენაც“ შესაძლებელია

Alexander McQueen ახალ ფილმს უშვებს, რომელიც რეჟისორისა და ვიზუალური არტისტის სოფი მიულერის მიერ შეიქმნა. აქ მთავარი აქცენტი Sprint Runner-ის სპორტულ ფეხსაცმელზე კეთდება, თუმცა ამასთან, მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს მომღერალი, სიმღერების ავტორი და ცნობილი მოცეკვავე Mettenarrative, რომელიც სწორედ ამ ბოტასებს ატარებს.

აშკარაა, რომ სიუჟეტი მომღერლის განსაკუთრებულად ლამაზი ფიზიკური მონაცემებითაა შთაგონებული. ვიდეოში მას კორსეტიანი კაბები აცვია, რომელიც კლასიკურ თეთრ McQueen Sprint Runner-თან არის შეხამებული. კაბების ფერის მიხედვით ფეხსაცმლის ძირის ფერიც იცვლება და ხან თეთრ, ხან კი შავ ფერშია წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ ეს ბოტასები პირველად ქალთა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე გამოჩნდა. 

Mettenarrative-ის ვიზუალის გარდა, მისი მოძრაობებიც შთამბეჭდავია, რაც არა მარტო კონკრეტული ადამიანის უნარს უსვამს ხაზს, არამედ ფეხსაცმლის კომფორტულობასა და ხარისხს. თუ დააკვირდებით, McQueen Sprint Runner-ით ცაში აფრენაც კია შესაძლებელი…

კონკრეტული იდეა PRETTYBIRD-ის სარეკლამო სააგენტომ განახორციელა. 

VELI.store-დან შეკვეთას აგარაკზეც მოგიტანენ! თანაც, 3 საათში!

Fashion Film-ის სტილით გადმოცემული დროის ფილოსოფია, „ართთაიმის“ ვიდეორგოლში