13
Oct
2016

განსაკუთრებული მოდური წვეულება Alexander Wang–ის სტილში

13 Oct 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ცნობილ დიზაინერ Alexander Wang–ს წვეულებისა და გართობის მოყვარულებისთვის არაჩვეულებრივი რჩევები აქვს. როგორ მოვაწყოთ დაუვიწყარი ღონისძიება, რომელზეც ყველა დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაკებს?!

იმ დროს, როდესაც მოდის სამყარო განსაკუთრებით აქტიურია და ყოველ კვირა ახალ–ახალი ჩვენებები იმართება, Alexander Wang–ი თავბრუდამხვევ წვეულებას მართავს და მასზე ვიდეორგოლსაც კი იღებს.

 

გრანდიოზული ღონისძიების ადგილი ლოს-ანჯელესის ერთ–ერთი უდიდესი “სასახლეა”, მოწვეულ სტუმართა სია კი იმაზე უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე თავად ლოკაცია. საუკეთესო მოდელები, ცნობილი სახეები, ბლოგერები და თვით Skrillex–ი, რომელმაც უშუალოდ იზრუნა ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე. ნებისმიერ წვეულებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მენიუა. დიზაინერმა ამაზეც იზრუნა, ლუდი წითელი, ერთჯერადი ჭიქებით, ბევრი შამპანური და ჩინური სამზარეულო, ცოტა არ იყოს, უჩვეულოა, მაგრამ ისეთი განსხვავებული და გამორჩეული დიზაინერისგან, როგორიც ალექსანდერ ვანგია გასაკვირი არაფერია. ყველა დეტალი გათვალისწინებულია, დარჩენილია მხოლოდ ცეკვა და გართობა დილამდე, ამაზე სტუმრები თავადაც მშვენივრად იზრუნებენ.

თუ თქვენც გინდათ მოაწყოთ ასეთი მოდური, განსხვავებული და რაც მთავარია, განსაკუთრებული წვეულება, გაითვალისწინეთ ვანგის რჩევები: შთამბეჭდავი ლოკაცია, რჩეული სტუმართა სია, საუკეთესო მუსიკა, ბევრი დასალევი და გემრიელი, უბრალო საკვები.

განხილვა