33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სიტკომ „ალფის“ (Alien Life Form) ტრანსლაცია შეწყდა. ახლა კი მსახიობ-პროდიუსერ-მარკეტერის, რაიან რეინოლდსის წყალობით, 80-იანი წლების პოპულარული სერიალი ტელეეკრანებს უბრუნდება.
ვიდრე 29 ივლისს კვლავ ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მაყურებელი შოუს ყურებას, რეინოლდსმა კრეატიულ სააგენტო Maximum Effort-თან ერთად რეტრო სტილის რეკლამები მოამზადა, სახელწოდებით Maximum Moments. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანში მთავარ როლს ალფი ასრულებს და ისეთ პროდუქტებს აპიარებს, როგორებიცაა რეინოლდსის Mint Mobile და Mntn, Fubo, Hims და Ring.
„მაქსიმალური ძალისხმევის დროს ძალიან გვიყვარს რისკებზე წასვლა და შოუსა და სპონსორობას შორის საზღვრების მოშლა. გვჯერა, რომ შესაძლებელია, ორივე ერთნაირად გასართობი იყოს. გარდა ჩემი ირაციონალური სიყვარულისა, რომელიც ალფთან ერთად გაზრდას უკავშირდება, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიტკომის დაბრუნება გადავწყვიტეთ, სწორედ სპონსორი ბრენდების სურვილმა განაპირობა“, — აღნიშნავს რაიან რეინოლდსი.