in

დათვის ბელი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს (PR ქეისი)

მარკეტერი ქეისი

მაშაბლის კვლევას თუ დავუჯერებთ , ახალგაზრდები გაღვიძებისთანავე Facebook-ს ამოწმებენ. ალბათ თქვენც საკუთარი თავი გაგახსენდათ.

მინდა ერთი პატარა “PR ქეისი” წარმოგიდგინოთ. ერთი “ჩვეულებრივი” დილა გათენდა, რომელიც ტრადიციულად Facebook-ის შემოწმებით დაიწყო. ნიუსფიდში კი “საინტერესო” ნიუსი დამხვდა.
“ის უცნაური მომენტრი, როდესაც სამსახურში მიდიხარ და მცველი გეუბნება, რომ გუშინ ღამე დათვის ბელი იპოვნა ქუჩაში”

დათუჩა

 

ჩემმა მეგობარმა რომელიც დაცვის სამსახურ ალგანში მუშაობს , ვიდეო გაავრცელა. ნახეთ :

 

ამ ვიდეოს ყურების შემდეგ მოვლენების განვითარების 2 გზა არსებობდა.

1) როდესაც ვიდეო და ნიუსი ვირუსულად გავრცელდებოდა. (ანუ ყველა ნახავდა დათვის ბელს, მაგრამ ვინ იპოვნა, როდის და როგორ არავის ეცოდინებოდა)

2) მეორე გზა იყო ამ ნიუსის შესახებ საინფორმაციო სამსახურების ინფორმირება.

გავიფიქრე, რომ მეორე გზა უფრო საინტერესო იქნებოდა ბელისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და ალგანისთვისაც. იდეა ალგანშიც მოეწონათ, დამიჯერეს და საინფორმაციოშიც დარეკეს. შედეგმა არ დააყოვნა, ადგილზე მივიდნენ ტელევიზიები და პატრული.

შედეგად გამარტივდა პატარა “საბასთვის” თავშესაფარის მოძიება, ალგანმა კი უფასო Publicity მიიღო. ნახეთ სიუჟეტი

 

 

გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარები

წარმოიდგინე, რომ შენი მეგობარი ღამე გირეკავს და…

“ბუნების ხმა”- რეკლამაში