სოციალურ მედიაში „ალგანის“ ვიდეოების ახალი სერია გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იუმორისტულ რგოლებში ნაჩვენებია მათი თანამშრომლების ოპერატიული რეაგირება. ეს კი, როგორც თავად ამბობენ, დაცვის სფეროში უმთავრესი კომპონენტია.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Algani.LTD/videos/2143433642600123/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„დაცვის კომპანია „ალგანი“, დღეს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ბაზრის ლიდერია. მაღალი ხარისხის მომსახურება და უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვა – ეს ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია. ახალი კამპანია სწორედ ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ შეხსენებას ისახავს მიზნად “, – აცხადებენ „ალგანის“ წარმომადგენლები.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Algani.LTD/videos/2150325731910914/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიისთვის ვიდეო რგოლები სარეკლამო სააგენტომ MGI Advertising გადაიღო.
[R]














