in

როგორ გამოვჩნდეთ ალგორითმებით მართულ სამყაროში?

საცალო მაღაზიებში უზარმაზარი ძალისხმევა იხარჯება სავაჭროდ. ელექტრონული კომერციის ბოლოდროინდელი ზრდის გათვალისწინებით, ცხადია, რომ იმავე დონის ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ციფრულ თაროზე. ამისათვის საჭიროა “Searchandizing”-ის დანერგვა: ძიების შედეგების დამუშავების პროცესი გაყიდვების გასაძლიერებლად.

ინტერნეტ სამყარო გაჯერებულია საქონლისა და სერვისების „უსასრულო ნაკრებით“. ფაქტობრივად, მყიდველების 68% გადადის სამ საუკეთესო ძიების შედეგებზე, ხოლო 75% არასოდეს გადადის მეორე გვერდზე. ამიტომ, წარმატებულმა ძიებამ და ოპტიმიზაციამ საძიებო სისტემების მარკეტინგის ისეთი ტაქტიკა უნდა გამოიყენონ, რომ შედეგების პირველ გვერდზე აღმოჩნდნენ.

უბრალოდ, ძიება დღეს ისეთი მარტივი აღარ არის. ბრენდები გამოწვევების წინაშე დგანან, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია მომხმარებელთა ყიდვის ქცევის ორი ძირითადი ცვლილებით:

მარკეტინგული ძაბრის დაშლა

დღეისათვის მომხმარებელთა ინსტინქტები გადატვირთულია მრავალი ვარიანტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველების ხაზოვანი გზები აღარ არის აქტუალური და მათი გადაწყვეტილებები „დაბნეულია“. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მომხმარებლები აღარ განასხვავებენ ციფრულ და ფიზიკურ შეხების წერტილებს და საბოლოო მომხმარებლის გამოცდილება ხშირად გადაფარავს როგორც ბრენდის, ისე პარტნიორის ციფრულ გამოცდილებას. ცხადია, ეს უაღრესად ართულებს ბრენდების რელევანტურობას და სწორ მომხმარებლებთან დაკავშირებას.

კონტენტი და კომერცია შერწყმულია

სოციალური მედიის პლატფორმები სავაჭრო გამოცდილებას აფართოებენ — საცალო ვაჭრები საცალო მედია ქსელებს იყენებენ, ტრადიციული კომერციული პლატფორმები პირდაპირი სტრიმინგისა და თამაშების ხაზს მიმართავენ. ეს პირდაპირ აისახა ძიების ჩვევებზე. სადაც ესთეტიკა უმთავრესია, გამოსახულების ამოცნობის ხელსაწყოები გამოიყენება „მსგავსი“ პროდუქტების მოსაძებნად. მაგალითად, Pinterest’s Lens Tool მომხმარებლებს მსგავსი პროდუქტების პოვნაში ეხმარება, 2,5 მილიარდი სახლისა და მოდის პროდუქტის მიმართულებით.

ანალოგიურად, სოციალური ძიება გახდა ნომერ პირველი მეთოდი ბრენდისა და პროდუქტის კვლევისთვის საძიებო სისტემების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ბრენდებს უჭირთ თვალყური ადევნონ იმას, თუ როგორ პოულობენ მომხმარებლები პროდუქტებს…

როგორ შეუძლიათ ბრენდებს, რომ მათი პროდუქტი ადვილად მოსაძებნი იყოს?

1. მიიღეთ ჰოლისტური მიდგომა

მუდმივად გადამწყვეტ მყიდველზე გამარჯვების შანსების მაქსიმიზაციისთვის, ორგანულ და ფასიან ძიებაზე ცალკე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ჰოლისტური ძიების სტრატეგიები აერთიანებს საკვანძო სიტყვებს, აუდიტორიას და ინდუსტრიის მონაცემებს ორგანული და ფასიანი არხებიდან, რათა უკეთ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და გაზარდოს ROI.

ერთ-ერთმა კოსმეტიკის მაღაზიამ დანერგა ჰოლისტური ძიების სტრატეგია შინაარსისა და მიღწევის შესაძლებლობების გამოსავლენად. უსაფრთხოების მიზნით, მან თავისი ორგანული შინაარსის ოპტიმიზაცია მოახდინა, რათა ბრენდირებული საკვანძო სიტყვები გამოიყენოს და ხმების თავისი წილი შეინარჩუნოს.

2. გამოიყენეთ საძიებო ინტელექტი

მყიდველების ძიების ტენდენციების გაანალიზებით, ბრენდებს შეუძლიათ მოთხოვნის შაბლონების იდენტიფიცირება და უფრო ეფექტური „სამიზნეების შექმნა“. ასაკისა და სქესის პროფილებზე დაფუძნებული სამიზნეები ხშირად უგულებელყოფს გაყიდვების მისიის ნიუანსებს. მაგალითად, მობილურით პოტენციური მყიდველების 70% შეუმჩნეველი რჩება მარკეტერების მიერ, რომლებიც დემოგრაფიულ მონაცემებს იყენებენ.

Farfetch რეგულარულად იყენებს საძიებო მოთხოვნის მონაცემებს ბაზრის მოთხოვნის პროგნოზირებისთვის. მაგალითად, პანდემიის დროს ადამიანთა უმეტესობა ზედატანებს ეძებდა — მათ სურდათ, ვიდეოზარების დროს პროფესიონალებად გამოჩენილიყვნენ კამერებში. ამის საპასუხოდ, Farfetch-მა გააერთიანა ფასიანი ძიების სტრატეგია და კონტენტის შექმნა, რათა მომხმარებელთა მზარდი საჭიროებები დაეკმაყოფილებინა.

3. გამოცადეთ და ისწავლეთ

ძიების წარმატება სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ხმოვან ასისტენტს ინფორმაციის მოსაძიებლად. ბრენდებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ეს ახალი ტენდენციები, შეამოწმონ რა კონტენტი მუშაობს კარგად და შემდეგ შესაბამისი ოპტიმიზაცია მოახდინონ.

მაგალითად, Shopify-ს უახლესი მონაცემების მიხედვით, ბიზნესები, რომლებიც ვიზუალური ძიების სტრატეგიას და ტესტის ოპტიმიზაციას იყენებენ, კონვერტაციის განაკვეთების 200%-იან ზრდას ხედავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბევრად იაფია, ვიდრე თქვენი აუდიტორიის შეძენა ფასიანი „სწრაფი მოგების“ ტაქტიკით.

ონლაინ სამყაროს გაფართოებასთან ერთად, ახალი პლატფორმები მრავლდება და ძიების ინოვაციური გზები ჩნდება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვცხოვრობთ ალგორითმზე ორიენტირებულ სამყაროში და თუ თქვენი ბრენდი არ გამოჩნდება ძიების შედეგების გვერდზე, მანდ შეიძლება არც იარსებოს.

რა ხდება მაშინ, როცა ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი

გაიგე იმ ჯინსის ისტორია, რომელსაც კომფორტულად ატარებ – Levi’s