in

ალგორითმი აფასებს, როდის არის მოსალოდნელი ალცჰაიმერის სიმპტომების გამოვლენა

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 236 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს

მკვლევრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი გახდება იმის გაგება, თუ როდის არსებობს ალცჰაიმერის განვითარების საშიშროება. ალგორითმი ტვინის სკანირების მონაცემებს იყენებს, რომელიც ცნობილია როგორც ამილოიდური პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია (PET). ეს უკანასკნელი ძირითადი ამილოიდური ბეტა ცილის დონის განსაზღვრას ემსახურება.

მათ, ვისაც ალცჰაიმერის განვითარება ემუქრებათ, ამილოიდი შეუმჩნევლად გროვდება ტვინში ორი ათწლეულის განმავლობაში – ვიდრე დაბნეულობისა და მახსოვრობის პრობლემების პირველი ნიშნები იჩენს თავს. სწორედ ამიტომ, ამილოიდური PET სკანირება უკვე ფართოდ გამოიყენება ალცჰაიმერის კვლევაში და ეს ალგორითმი ამ სკანირების ანალიზის ახალ გზას წარმოადგენს. PET სკანირებისას ალგორითმი აფასებს, რამდენად ახლოსაა ადამიანი დემენციის გამოვლენამდე და რამდენი დრო დარჩა კოგნიტური დარღვევების გამოვლენამდე.

“ადამიანებს სურთ იცოდნენ, როდის შეიძლება სიმპტომების განვითარება დაიწყოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევებს არ ეხება, როცა ისინი მეტნაკლებად რისკის ქვეშ იმყოფებიან” – აღნიშნავს სიუზან შინდლერი, კვლევის წამყვანი ავტორი და ნევროლოგი. შინდლერმა და მისმა კოლეგებმა 236 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. საწყის ეტაპზე მათი საშუალო ასაკი 67 წლით შემოიფარგლებოდა. თითოეულმა მათგანმა 4½ წლის ინტერვალით ორი სკანირება გაიარა.

ამასთანავე, მკვლევრებმა დამატებით 180 მონაწილის 1300-ზე მეტი კლინიკური შეფასება გამოიყენეს. თავდაპირველად მონაცემთა შეგროვებისას მონაწილეთა უმეტესობას ნორმალური შემეცნებითი შესაძლებლობები ჰქონდა. ამიტომ, ხელახალმა შეფასებებმა მკვლევრებს საშუალება მისცა დაედგინათ, როდის დაიწყო თითოეული მონაწილის შემეცნებითი უნარების დაქვეითება.

შინდლერი წლების განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, თუ როგორ შეიძლება ამილოიდური PET სკანირების მონაცემების გამოყენება. ეს გარღვევა მაშინ მოხდა, როცა გააცნობიერა, რომ ამილოიდების დაგროვებას გარდამტეხი წერტილი გააჩნია და თითოეული ადამიანი ამ გარდამტეხ წერტილს სხვადასხვა ასაკში აღწევს. ამის შემდეგ ამილოიდების დაგროვება მუდმივ ტრაექტორიას მიჰყვება.

ალცჰაიმერის დემენციის სიმპტომები

კვლევაში მონაწილე ადამიანებს, რომლებმაც ადრეულ ასაკში მიაღწიეს ე. წ. გარდამტეხ წერტილს, უფრო მეტი დრო დასჭირდათ კოგნიტური დარღვევების სიმპტომების გამოსავლენად. მაგალითად, 50 წლის პირებს, ჩვეულებრივ, თითქმის 20 წელი დასჭირდათ სიმპტომების გამოსავლენად. ხოლო 80 წლის ადამიანებს – 10 წელი.

ამ ახალი მეთოდის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მხოლოდ ტვინის ერთ სკანირებას და ასაკს საჭიროებს. ამ მონაცემების საფუძველზე, ალგორითმი თავად აფასებს სიმპტომების დაწყების დროს. სიბერეში გენეტიკური მოდიფიკაცია APOE4 ალცჰაიმერის დემენციის განვითარების ყველაზე ძლიერ რისკფაქტორს წარმოადგენს. ადამიანს რაც უფრო მეტი APOE4-ის ეგზემპლარი აქვს, ალცჰაიმერის განვითარების მეტი შანსი არსებობს.

როგორც მკვლევრები იუწყებიან, ალგორითმის გამოყენება მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს ალცჰაიმერის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში.

“მსოფლიო სტანდარტის” ავტომობილი – Cadillac-ის ისტორია

„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს