in

ალგორითმის მიერ შექმნილი იმპრესიონისტული სურათები ვან გოგის მუზეუმშია გამოფენილი

გამოფენა პარალელებს ავლებს დაბალი რეზოლუციის ციფრულ კონტენტსა და პლენერზე შესრულებულ ნამუშევრებს შორის.

“შეკუმშული პეიზაჟები” ჰოლანდიელი მხატვრის იან რობერტ ლიგტეს მიერ შექმნილი ვებგვერდის სერიაა, რომელიც ამსტერდამში მდებარე ვან გოგის მუზეუმშია წარმოდგენილი. ლიგტეს ალგორითმი შემთხვევითობის საფუძველზე არჩევს გაციფრულებულ ფოტოებს (მთების, ტყეების, მზის ჩასვლის), რის შემდეგაც გადამუშავებული მონაცემების ფაილი იკუმშება და  დელოკალიზდება.

ამ პროცესის შედეგად შექმნილი დაბალი რეზოლუციის სურათები მშვენიერია – ფერების კვადრატული ლაქები, რაც მთლიანობაში თავისი ბუნდოვანი ვიზუალური ეფექტებით იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის სტილის ნამუშევრებს მოგვაგონებს.

გამოფენა პარალელებს ავლებს დაბალი რეზოლუციის ციფრულ კონტენტსა და პლენერზე შესრულებულ ნამუშევრებს შორის. ეს შემოქმედების ორი განსხვავებული მიდგომაა, რომელიც გარკვეულ გამოწვევებს უქმნის როგორც მხატვარს, ისე მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, ღია ცის ქვეშ მომუშავე მხატვარი, როგორც წესი, ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები არაპირდაპირი გამოცდილება მიიღოს, იქნება ეს ბუნებრივი ლანდშაფტი თუ ურბანული გარემო. ლიგტეს ნამუშევრები კი ვიზუალური შინაარსის თანამედროვე მოხმარებასა და თანამედროვედ მოაზროვნე სამყაროს გამოსახულების იმპრესიონისტულ და პოსტ-იმპრესიონისტულ მიდგომას შორის პირდაპირი კავშირის პოვნას ეხება.

საგულისხმოა, რომ ლიგტეს სურათები მაყურებლის აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს, რაც ალგორითმის მიერ ამოღებული დეტალების ნაკლებობის “შევსებას” გულისხმობს. ამ მხრივ საინტერესოა ვან გოგის ტილო “ტყე და ბუჩქნარი”, რომელიც საკმარის დეტალებს მოიცავს ერთიანი კომპოზიციის აღსაქმელად. გამოდის, სტატიაში დასახელებული ორივე ხელოვანი ერთგვარ შეკუმშვის მეთოდს იყენებს, თუმცა სხვადასხვა სპეციფიკით.

ვან გოგი – “ტყე და ბუჩქნარი”

იმპრესიონიზმის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ის უკან ტოვებს აკადემიურ მსოფლმხედველობას, რათა ახალი დინამიკური შესაძლებლობები განვითარებულიყო. ხელოვნების ისტორიკოსის, არნოლდ ჰაუზერის აზრით, “ყოველი იმპრესიონისტული სურათი არსებობის მუდმივი მოძმარობის მექანიზმში მომენტის საგანძურია, ცვალებადი, არასტაბილური წონასწორობა და ურთიერთსაპირისპირო ძალების შეჯახება”. იმპრესიონისტმა მხატვარმა მთავარ ასპექტად არა თუ გამოსახულება, არამედ განათების ეფექტები და მისგან გამოწვეული ემოცია აქცია. სწორედ ეს ეფექტები და ნამუშევრების თემატიკა ახლოებს ლიგტეს იმპრესიონისტებთან

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც იმპრესიონისტულ და პოსტ-იმპრესიონისტულ დამოკიდებულებას აკავშირებს თანამედროვე ციფრულ კულტურასთან. ჰაუზერი ვარაუდობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიას უპრეცედენტო დინამიზმი მოაქვს ცხოვრების ყველა სფეროში და სიჩქარისა თუ ცვლილებების ეს ახალი გრძნობა სწორედ იმპრესიონიზმში პოვებს გამოხატულებას. 

“იხილე სამყარო, იყავი მსოფლიოს ცენტრში და ამავე დროს დარჩი სამყაროსგან ფარული” – ეს სიტყვები შარლ ბოდლერს ეკუთვნის, რომელმაც განცალკევებული მაყურებლის მოდელი წარმოადგინა. ლიგტეს ალგორითმი იგივე განცალკევებული პოზიციით იკვლევს ქსელში ატვირთულ კონტენტს. ის არ ათვალიერებს ინტერნეტსივრცეში არსებულ ყველა ფოტოს, მაგრამ უკვე ხელთარსებულს შორის საუკეთესოებს არჩევს.

ალგორითმი ავლენს ისტორიულ ტრაექტორიას, უწყვეტი ინდუსტრიული რევოლუციიდან დღევანდელ თანამედროვე სამყარომდე – ისინი ცხადყოფს, რომ დაბალი რეზოლუციის შეტყობინებები, რომლებიც მინიმალურ დროში, მინიმალური ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, დაჩქარებული ცხოვრების შედეგი და მიზეზია.

დავით საყვარელიძე – #პირველისამსახური

საქართველოს ბანკმა Euromoney-სგან საქართველოში 2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო