in ,

“ალგოს” შუქდიოდური ნათურები

    333თუ კომპანია “ალგოს” წარმომადგენლების მზგავსად თვლით, რომ მომავალი შუქდიოდურ         ნათურებს ეკუთვნით, მათი პროდუქტი სწორედ თქვენთვისაა.

შუქდიოდურ ეკონომიურ ნათურებს კომპანია “ალგო” გასული წლის დეკემბრიდან აწარმოებს. პროდუქტი საქართველოში მზადდება, მისი კომპონენტები კი აშშ-დან ჩამოდის. წარმოების მენეჯერის გიორგი ლავრინსკის თქმით, მათ ნათურებს საქართველოში ანალოგი არ აქვს და უპრეცედენტოთ დაბალი ენერგია სჭირდება.

“40 ვატის ნათების ჩვენი ნათურა ქსელიდან მხოლოდ 4 ვატს მოიხმარს, 60 ვატის- 8 ვატს, 100 ვატის – 13 ვატს. საშუალოდ, ამით ხდება ელექტრო ენერგიის ეკონომია 8-9ჯერ . ეს შუქდიოდური ნათურები ეკოლოგიურად სუფთა, “მწავნე” პროდუქტია. სწორედ აქედან გაჩნდა მისი წარმოების იდეა. „თითქმის, ერთი წელი კვლევებისთვის დავხარჯეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია გამოეყენებინა.”-ამბობს გიორგი ლავრინსკი.

კომპანია სამ ფერითი ტემპერატურით განსხვავებულ ვარიანტში ცივი , თბილი და შერეული თეთრი ნათების სულ 30_მდე მოდელს აწარმოებს. საყოფაცხოვრებო და ე.წ. საოფისე ნათურების ღირებულება განსხვავებულია. პირველის ფასები 22.50_დან 51 ლარამდეა. მეორე კი,  რომელიც ქსელიდან 80 ვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, 75 ლარამდე. ნათურების საექსპლუატაციო ვადა 25 000 საათი, უფასო შეკეთების საგარანტიო ვადა კი 1 წელია.

“ალგოს” შუქდიოდური ნათურების მომხმარებლები ამ ეტაპზე კორპორაციული კლიენტები სხავდასხვა დაწესებულებები არიან და მათი მხრიდან მოთხოვნა ძირითადად, საოფისე მოდელებზეა. გიორგი ლავრინსკი ამბობს, რომ აქვთ შეკვეთები ბათუმიდან და ქუთაისიდან. რაც შეეხება საყოფაცხოვრება ნათურებს, მისი თქმით  ამ ეტაპზე ნაკლებად მოთხოვნადია. დაბალი მოთხოვნა სხავდასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული.

კომპანიაში თვლიან, რომ ნელ–ნელა მომხმარებლის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და უფრო აქტიურად გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე. ერთ-ერთი ფაქტორი კი რეკლამის ნაკლებობაა. ძირითადად, მათი მომხმარებელი გადასცემს ინფორმაციას. კომპანია კი აწარმოებს კამპანიას სოციალურ ქსელებში. გიორგი ლავრინსკი ამბობს რომ, ფინანსების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება სხვა მიმართულებით რეკლამის გავრცელება. სამომავლოდ, ამ მხრივაც გააქტიურებას გეგმავენ.

“მომავალი შუქდიოდური ნათურებისაა. ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა ეს ნიშა რაც შეიძლება მყარად დავიკავოთ და შემდეგ უკვე კავკასიის ბაზარზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი” – ამბობს გიორგი ლავრინსკი.

თავად კომპანია “ალგო” 20 წელზე მეტია არსებობს და მიკროპროცესული სისტემების პროექტირებითა და წარმოებითაა დაკავებული.


 

ვაკეთოთ საქმე ერთად

უნიკალური პოსტერები NESCAFE® -ის 75 წლის იუბილეზე