13
Nov
2018

„Alhambra“ – სამკაულებში გაცოცხლებული მინანქრის ტრადიცია

13 Nov 2018

Startauperi
Startauperi


„ალამბრა“ მინანქრისაგან დამზადებული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად, მხოლოდ სამაჯურებზე მორგებულმა „ალამბრამ“ ნელ-ნელა გაიფართოვა არეალი და დაიწყო ყელსაბამებისა და ბეჭდების წარმოებაც. როგორც თავად ამბობენ, მსგავსი პროდუქციით კომპანია ცდილობს, ააღორძინოს ქართული ტრადიციული მინანქრის ტექნოლოგია, რისთვისაც იყენებს ქართველ მეფეთა ტანისამოსიდან აღებულ ორნამენტებს.

„ალამბრა აწარმოებს ვერცხლისა და მოოქროვილი ვერცხლის ხელნაკეთ სამაჯურებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს. ამასთან, ამ ყველაფერს სძენს თანამედროვე სახეს, მიჰყვება მსოფლიო ტრენდებს, ითვალისწინებს რა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ბრენდის შექმნის იდეა მოვიდა მეგობრებთან ერთად. მოგვწონდა ქართული ტრადიციული მინანქარი, მაგრამ გვინდოდა მისი გათანამედროვება, რასაც მგონი მივაღწიეთ. თანაც ისე, რომ სამკაულების გასაფორმებლად ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვანთა ტანისამოსის უმშვენიერესი ორნამენტები გამოვიყენეთ. გამოვიდა, რომ ტრადიციულს დავამატეთ ტრადიციული და, საბოლოოდ, ტრენდული, თანამედროვე, სადა და გემოვნებიანი სამკაული შევქმენით. გაჩერებას არ ვაპირებთ, გვინდა რომელიმე პროექტით, რომელიც სტარტაპს ეხმარება, დამატებითი თანხა მოვიპოვოთ და გავზარდოთ ჩვენი კომპანიის არეალი.“

ბრენდის შემქმნელებმა მისი სახელი ჯადოსნურ ყვავილთან, ალამბრასთან დააკავშირეს. სწორედ აქედან წარმოსდგება ხელნაკეთი სამკაულების კომპანიის სახელი.

„თავიდან იყო alhambra bracelets, რადგან დავიწყეთ სამაჯურებით, მაგრამ დღეს მხოლოდ “alhambra” გვქვია, რადგან სხვადასხვა სახის სამკაული გვაქვს.“

ბრენდის შემქმნელები თვლიან, რომ მათ პროდუქციას ტრადიციულობა და ამ ტრადიციულობის გათანამედროვება გამოარჩევთ.

მსურველებს სამკაულების შეძენა შეუძლიათ ჭავჭავაძის #37-ში, Homemart Vake / ჰოუმმარტ ვაკე, მე-2 სართულზე, ასევე, ბრენდს აქვს ადგილზე მიტანის სერვისიც. იგი ასრულებს როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ შეკვეთებს.

განხილვა