ალიბაბა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბუმს უერთდება… სამშაბათს Alibaba Cloud Summit-ზე ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ChatGPT-ის საპასუხოდ, Tongyi Qianwen, ახალი AI მოდელი შემოგვთავაზა. სახელი დაახლოებით ითარგმნება, როგორც „სიმართლის პოვნა ათასი კითხვიდან“. მეტიც, მას მალე კომპანიის აპლიკაციებში ვიხილავთ, კონკრეტულად DingTalk-სა და Tmall Genie-ში.
GPT-4-ის მსგავსად, Tongyi Qianwen-იც დიდი ენობრივი მოდელია (LLM). ისიც მონაცემთა უზარმაზარ ბაზას ეყრდნობა, მომხმარებლები ჩვეულებრივ სვამენ კითხვებს, მოდელი კი პასუხს აგენერირებს.
საინტერესოა ისიც, რომ მარტში კვლავ ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Baidu-მ AI ჩეტბოტი Ernie Bot შემოგვთავაზა. ასე ძალიან კი იმიტომ მიისწრაფვიან ტექნოლოგიების განვითარებისკენ, რომ შანხაის სურს, მეტავერსში პიონერული ძალა იყოს… ამ უკანასკნელში კი ინვესტიციები გასულ წელს Alibaba-მაც ჩადო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ბოლო დროს ხელოვნურ ინტელექტზე უფრო მეტ სიახლეს ვიგებთ, ვიდრე მეტავერსზე.
იმის გამო, რომ ჩეტბოტების გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში აიკრძალა, ზოგშიც კი მასზე მკაცრი რეგულაციები დაწესდა. რადგანაც ილონ მასკიც კი ითხოვს მინიმუმ 6 წლით ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობის შეჩერებას, ფიქრობენ, რომ დასავლეთი ჩინეთთან დამარცხდა…
თუმცა ჩინეთის ხელოვნური ინტელექტისკენ სწრაფვას GPU-ების ნაკლებობამ შეუშალა ხელი, ეს კი მსგავსი ენობრივი მოდელების მუშაობისთვის გადამწყვეტია. ჯერ კიდევ სექტემბერში ამერიკამ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთსა და რუსეთში GPU-ების გაყიდვა აუკრძალა, თუმცა Nvidia-მ GPU-ს ისეთი ვერსია წარმოადგინა, რომ აშშ-ს სანქციების თავიდან აცილება შესძლებოდა…
ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ, რომელიც ქვეყნის შიგნით ინტერნეტს არეგულირებს, გენერაციული AI ინსტრუმენტებისთვის ახალი კანონებიც კი გამოსცა. იგი მონაცემთა უსაფრთხოების შიდა კანონებს ექვემდებარება, თუმცა ამასთან, სპეციალურად ამ ხელსაწყოებისთვის შექმნილი ახალი წესების დაცვით უნდა განავითარონ და „ძირითადი სოციალისტური ღირებულებების“ შესაბამისადაც გამოიყენონ…