in

Alibaba-ს თქმით, მიწოდების სერვისში რობოტები უკეთ იმუშავებენ

მათ სიგარეტის მოსაწევად განკუთვნილი შესვენებების გამოყენებაც არ სჭირდებათ

ჩინურმა ტექნიკურმა და ელექტრონულმა კომერციულმა გიგანტმა Alibaba-მ ახლახან თავისი გეგმის შესახებ ისაუბრა – კომპანიის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1000 ცალი მიწოდების რობოტი ჰყავდეს.

მიწოდების რობოტების დანერგვა საკმაოდ ნათელ მიზანს ემსახურება. The Register-ის თანახმად, ადამიანური შეცდომებისა და გაუთვალისწინებელი საკითხების გამო, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას მსგავსი ტიპის საქმიანობაში. “ალიბაბა” კი ამ პროცესის ავტომატიზაციას ახდენს და თავის რობოტებს კამპუსებსა თუ საცხოვრებელ კომპლექსებში ტესტავს.

“ალიბაბას რობოტებს შეეძლებათ, ყოველგვარი ხარვეზებისა და სიგარეტის მოსაწევად განკუთვნილი შესვენებების გარეშე შეასრულონ სამუშაო” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გარდა ამისა, წარმომადგენლები კიდევ ერთ საკითხს განიხილავენ, რომელიც ნავიგაციას ეხება. ხშირად იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც მიმწოდებელი მრავალსართულიან კორპუსში ზუსტად ვერ აგნებს მისამართს. ამის სანაცვლოდ კი, რობოტებს მსგავსი საკითხი პრობლემას ვერ შეუქმნის.

ამასთან, როგორც ამბობენ, რობოტებს შეუძლიათ, თავიანთი გარემოს შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიიღონ. ალიბაბა ირწმუნება, რომ რობოტები სრულფასოვნად ადევნებენ თვალს ადამიანებსა და მანქანებს, მათ მოძრაობას ხუთიდან ათ წამამდე ინტერვალში 99.9999%-ით სიზუსტით წინასწარმეტყველებენ. ეს მართლაც საინტერესო სტატისტიკაა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაპროგნოზირებადია როგორც ქვეითთა, ისე მანქანით მოსიარულეთა ქცევები.

თიბისელების საერთაშორისო წარმატება

Setantasports.com-ზე სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება იწყება