in

ტექნოლოგიური გიგანტის წოდება კომპიუტერის ცოდნის გარეშე – Alibaba-ს ისტორია

ეს ის რუბრიკაა, რომელსაც ყოველკვირეულად ველოდებით, რათა კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გიამბოთ ხოლმე. ამბები ცნობილი ბრენდების წარმატებებსა და შეუპოვრობაზე ჩვენც გვიმაღლებს მოტივაციას, რადგან შეიძლება სწორედ ახლა და ამ სტატიის წერისას ფიქრობს ვიღაც, რომ ვერ შეძლებს, არ გამოუვა, რომ არ სჯერა დიდი წარმატებების, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ წრეზე უნდა იაროს და არა წინ და წინ. ჩვენ უკვე გავიგეთ რამდენიმე ბრენდის წარმატების ისტორია და დღეს Alibaba-ზე უნდა მოგიყვეთ.

istoriebi
istoriebi

1999 წლის 4 აპრილს დაარსებული Alibaba არის ჩინური მრავალეროვნული ორგანიზაცია, რომელიც ფლობს სხვადასხვა ხაზს: საცალო ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ტექნოლოგია, AI და ინტერნეტი. შემოსავლის მიხედვით, კომპანია მეხუთე ადგილზეა სხვადასხვა უმსხვილეს ინტერნეტ კომპანიას შორის. დამფუძნებლები, რომლებმაც ეს ორგანიზაცია წარმატებულად აქციეს, არიან ჯეკ მა, ლუ ვენშენგი, ტონი იუ, ჯეინ ჯიანი, მა ჩენგვეი, ჯოზეფ ც. ცაი, სიმონ ქსი, კეტი ჟანგი, ჯეიმს შენგი, ში იუფენგი, პენ ლეი, ტრუდი დაი, ედი ვუ, ჟოუ იუჰონგი, ჯიანჰანგ ჯინი, ჰან მინი, ჯინ იუანინგი და ტოტო სუნი. როგორც ხედავთ, უჩვეულოდ დიდი სიაა და ბრენდი უკვე ამით ხდება საინტერესო. 

ისტორიის დასაწყისი

21-ე საუკუნის გარიჟრაჟი ალიბაბასთვის იღბლიანი აღმოჩნდა. პატარა ბინაში დაწყებული ბიზნესი ელექტრონული კომერციის გიგანტად გადაიქცა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირფას კორპორაციას წარმოადგენს. Alibaba უფრო წარმატებულია, ვიდრე eBay და Amazon ერთად. 

ჯეკ მა პირვანდელი იდეის ავტორია. ის ინგლისურის მასწავლებელი იყო და ცუდად ფლობდა კომპიუტერულ უნარებს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ტექნოლოგიურ სტარტაპზე ეფიქრა. ეს სისუსტე თავისი ხედვით აანაზღაურა. ჯეკ მამ და მისმა 17 მეგობარმა Alibaba 1999 წელს გამოუშვეს.

კომპანიას სახსრები აკლდა, ამიტომ ინვესტირების ძიება დაიწყო. 2000 წელს SoftBank-ის ინვესტორთა ჯგუფისგან დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღეს. იმავე წელს Alibaba-მ მოაწყო სამიტი ინტერნეტ ბიზნესის ლიდერებთან ერთად. მალე 2001 წლის დეკემბრისთვის კომპანიამ 1 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა.

დიდი წარმატება ფიზიკური მაღაზიის გარეშე

კომპანია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავალია. გამყიდველების უმეტესობა მცირე ვაჭრები არიან, რაც აგრეთვე სწორი გათვლა იყო ბრენდის მხრიდან. თუმცა Alibaba ასევე ემსახურება თითქმის ყველა კარგად ნაცნობ მსხვილ ბრენდს.

2003 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, შესულიყო კონკურენტულ ბაზარზე და დააარსა Taobao, როგორც eBay-ის პირდაპირი კონკურენტი, ხოლო 2004 წელს შესთავაზა Alipay. ეს მყისიერი წარმატება გახდა ჩინური კონგლომერატისთვის. Alipay-ის დამატებითი მახასიათებელი იყო ის, რომ ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ საქონელი გამყიდველებისთვის გადახდამდე. 2005 წელს Alibaba დაუპარტნიორდა Yahoo-ს და ჩაიბარა China Yahoo.

მას შემდეგ ჯგუფმა კიდევ იმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვან პორტალზე, მათ შორის საძიებო სისტემაზეც. ეს ყველაფერი კი ისე გააკეთა, რომ არსად გაუხსნია ფიზიკური სივრცე. მისი ყველა სერვისი ონლაინაა ხელმისაწვდომი.

Alibaba Group-ის წარმოუდგენელი მოგზაურობა, ანუ Alibaba Group-ის წარმატების ისტორია ინტერნეტზე დაფუძნებული (და არა მარტო) ბევრი ბიზნესის შთაგონებაა მთელ მსოფლიოში. ჯეკ მა დაამტკიცა, რომ არ არის საჭირო იყო ტექნიკოსი იმისთვის, რომ გახდე ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი გიგანტი. უფრო მნიშვნელოვანია მკაფიო ხედვა და მიზნების სწორი შესრულება.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორი იქნება Meta Quest Pro?

„ეს შენი სახლია“ – როგორ შექმნა სააგენტო CONTACT-მა მუსიკალური ვიდეორგოლი