25
Oct
2018

ირინა ეგაძე: „მე შევქმენი ელისი, თუ ელისმა შემქმნა მე?!“

25 Oct 2018

„ერთ მშვენიერ დღეს, წიგნში თავჩარგულ პატარა ელისს, წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ელისმა დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა…“ – ასეთი აღწერა აქვს ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100-ზე მეტი წლის წინ დაწერილ წიგნს, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

სულ რამდენიმე თვის წინ კი, ასევე, ერთ მშვენიერ დღეს, პროფესიით, ტელე-კინო მენეჯერ-პროდიუსერმა, ღონისძიებების ორგანიზატორმა, ირინა ეგაძემ, გადაწყვიტა, 12 წლიანი სტაჟის – 352 ღონისძიების მართვისა და თავის მხრივ, 237 საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვეთთან თანამშრომლობის გამოცდილებისთვის ერთი კონკრეტული სახელი, Alice Q. დაერქმია. საკუთარი – ზომიერად აკადემიური, თანამედროვე, ცოტა ზღაპრულიც და საქმიანი ბრენდის ქვეშ გაეგრძელებინა მუშაობა.

მე შევქმენი ელისი, თუ ელისმა შემქმნა მე, ვერ გეტყვი. თუმცა, Alice Q. რომ ჯადოსნურია, ვიცი. ყველანაირია. ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვარ, – ირინა ეგაძე, Alice Q.-ს დამფუძნებელი.

Alice Q.-ს საკუთარი სამყარო აქვს, „ზედმიწევნით მოწესრიგებული, დეტალებამდე ჩაშლილი და პასუხისმგებლიანი“. Alice Q.-ს მიზანი არაა ბაზარზე ლიდერობა, მას სურს, იყოს ბრენდი, რომელიც აწესებს სტანდარტებს. ის, რაც დღეს, უჩვეულოა, Alice Q. მას ჩვეულებრივ მოვლენად აქცევს, რაც ნიშნავს: „მიირთვი ჩაი, სანამ ჩვენ ვიზრუნებთ ხარისხზე“.

Alice Q.-ს ჰყავს ძირითადი გუნდი, თუმცა, ღონისძიების სპეციფიკის მიხედვით, იცვლებიან მისი დროებითი წევრები, რასაც ავტორი ბრენდის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევს.
ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად, რას გულისხმობს Alice Q. სტანდარტების დაწესებაში, ირინა ეგაძე გვიყვება:

„Alice Q. პრეზენტაციას აკეთებს სრულყოფილს, 3D-ში აწყობილს, დალაგებულს. დამკვეთის წერილობითი დასტურის გარეშე, არცერთ პუნქტს არ ვუშვებთ, ყველაფერი კონტროლირებადია მისი მხრიდან, აბსოლუტურად, ყველაფრის ნიმუში აქვს ღონისძიებამდე და არ აქვს განცდა, რომ რაღაც სიურპრიზები დახვდება წინ. იმდენად იდენტურია ხოლმე ჩვენ მიერ წარდგენილი ფოტომონტაჟი და შემდეგ, რეალურად განხორციელებული, რომ სწორედ ასე ვაღწევთ ჩვენს მთავარ მიზანს – დამკვეთი მშვიდადაა, რადგან ჩვენ მისი ნდობა დავიმსახურეთ“, – ირინა ეგაძე.„ღონისძიების წინა დღეს გვაქვს ხოლმე რეპეტიცია. ჩემი გუნდის ყველა წევრმა იცის, რომ საღამო თუ 26-შია დაგეგმილი, აუცილებლად, 25-ში მთლიანი ღონისძიება, თავიდან ბოლომდე, ყველა დეტალის გათვალისწინებით, უნდა გავიაროთ. ყველაფრის აწყობა, მონტაჟი და დაშლა, დასაწყობება და ა.შ. ღონისძიების ყველა წვრილმანზეც პასუხისმგებლობას იღებს Alice Q.-ს გუნდი. ამ სიმაღლეებს, სტანდარტს ეჩვევა მომხმარებელი და მერე სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. თავისთავად, ეს ყველაფერი, ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს“, – ირინა ეგაძე, Alice Q.-ს დამფუძნებელი.Alice Q.-ს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, კომუნიკაციის განსხვავებული ფორმები აქვს შერჩეული: მაგალითად, ბრენდი „ინსტაგრამზე“ იქნება თავისუფალი და მეგობრული, სადაც აჩვენებს მზადების, კადრს მიღმა პროცესს, თუ რა ხდება კულისებში. ეს ნაწილი კი, ნაკლებად გამოჩნდება „ფეისბუკზე“, სადაც უკვე შესრულებული პროექტების დათვალიერების საშუალებას მისცემს გვერდის სტუმრებს.მსოფლიო შედევრად მიიჩნეული „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა ადამიანმა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უნდა წაიკითხოს. Alice Q. მიუხედავად გამოცდილი გუნდისა, ამ სახელით, ჯერ ახლა იწყებს საკუთარი ისტორიის შექმნას და ვინ იცის, იქნებ, ცნობილი ელისივით, თავგადასავლებით სავსე, საოცარ ამბებს მოგვიყვეს მომავალში?!

ბრენდის შემქმნელები: ნათია კვარაცხელია, ირინა საყვარელიძე, მარი სუხიშვილი;
ილუსტრაციები: ნათია კვარაცხელია.

განხილვა