კრეატიული სააგენტო ALIENS-ის CSR კამპანია #არგადადო, რომლის მიზანიც, COVID-19-ის პირობებში, ბიზნესის ხელშეწყობა იყო და რომლის დაწყების შესახებაც, მაისში გატყობინებდით, დასრულდა. კამპანიის #არგადადო გზავნილი ემსახურებოდა იდეას, რომ კერძო კომპანიებს არ გადაედოთ თავიანთი საქმიანობა, მიუხედავად კრიზისისა.
13 მაისიდან 20 მაისამდე კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და შეექმნათ/განეახლებინათ საკუთარი ბრენდის ლოგო უსასყიდლოდ. სააგენტომ, კამპანიის ფარგლებში, 10 სტარტაპი/კომპანია გადაარჩია და მათთვის დაამზადა ახალი ლოგო, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ საჩუქრად ბრენდბუქიც მიიღო.
ვფიქრობ, კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესის ხელშესაწყობად კამპანია #არგადადო საკმაოდ დროული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი სტარტაპებისთვის, რომლებიც შეძლებენ საკუთარი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანას – აცხადებს რატი გველესიანი კრეატიული სააგენტო ALIENS-ის დამფუძნებელი.
აქვე წარმოგიდგენთ შერჩეული 10 ბრენდისთვის შექმნილ ლოგოებს:
კომპანია: პულიტო – Pulito
საქმიანობა: სადეზინფექციო და დასუფთავების სერვის ჯგუფი
იდეა: ლოგოტიპი, რომელიც სისუფთავით ბრწყინავს
გამოყენებულია ბზინვის/ბრჭყვიალის (twinkle) სიმბოლო, რომელიც 2020 წლის დიზაინ ტრენდსაც პასუხობს.
კომპანია: Jibutti
საქმიანობა: ქალის ტანსაცმლის ატელიე
იდეა: Fashion კატეგორიისთვის დამახასიათებელი შავი ტიპოგრაფიული ლოგო, შესრულებული თხელი, მსუბუქი მოხაზულობით.
კომპანია: ქართული გემო
საქმიანობა: გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება და რეალიზაცია
იდეა: ტიპოგრაფიული ლოგო, რომელიც არ არის შესრულებული უკვე არსებული შრიფტით, უნიკალურია ამ ბრენდისთვის და მარტივად გამოხატავს, რომ ქართულია.
კომპანია: საქართველოს მომავლის სპექტრი – Future Spectrum of Georgia
საქმიანობა: აუტიზმის დიაგნოზის მქონე პირთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება
იდეა: სინათლის სპექტრის მრავალფეროვნება მზის მარტივ ფორმას ქმნის.
კონტრასტული მუქი ზოლებით მინიმალისტური სიმბოლოა F-ა შექმნილი სიტყვიდან “Future”.
კომპანია: პროთულსი – ProTools
საქმიანობა: სამშენებლო და ბაღის მოვლის ხელისა და ელექტროინსტრუმენტების ონლაინ მაღაზია
იდეა: 1 ფერის მასობრივი მონოგრამა, რომელშიც ერთიანდება P და T,
სადაც T სამშენებლო ინსტრუმენტს – ჩაქუჩს წარმოადგენს, ხოლო P – ბაღის მოვლის – ბარს.
კომპანია: ელემენტი – Element
საქმიანობა: კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ B2B მაღაზია
იდეა: დასამახსოვრებელი სიმბოლო, სახელწოდება
ELEMENT-ის თითოეული ასო მარტივადაა შედგენილი და მისი ელემენტები მეორდება თითოეულ სიმბოლოში.
კომპანია: სოლდი – Sold
საქმიანობა: უძრავი ქონების ბაზა და მასთან დაკავშირებული სერვისები
იდეა: სახურავები, რომლებიც ქმნიან სიმბოლო S-ს (Sold)
ჰგავს ელვის სიმბოლოს და გამოხატავს სისწრაფეს, ელექტრონულობას. ფანჯრებად გამოყენებული 2 კვადრატი ტექსტის წინ აღიქმება, როგორც სასვენი ნიშანი ორწერტილი, რაც ჩამონათვალს გამოხატავს.
კომპანია: კიო•სკი – kio•ski
საქმიანობა: გართობა გამოძახებით: სახლის კინოთეატრი, ბორდ-გეიმები, კომიქსები, ვირტუალური რეალობის სათვალე, ფოტო-ჯიხური და გიფერი, საბავშვო ქიმიური ლაბორატორია სახლში გამოძახებით
იდეა: მრავალფეროვანი, რეტრო სტილის ლოგოტიპი, რომელიც პულსირებს.
კომპანია: თედო პაპას მარანი – Tedo papas marani
საქმიანობა: ღვინის წარმოება
იდეა: დასახელების პირველი ასოების ქართულ-ინგლისური მონოგრამა.
კომპანია: 25-ე კადრი – 25th frame
საქმიანობა: მარკეტინგული კომპანია/პრომო სააგენტო
იდეა: 25-ე კადრი – კადრი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ზემოქმედებს. სიმბოლო ფოკუსირებულია „კადრზე“, რომელზეც არაფერია თვალით დანახვადი..











