in

„უცხოპლანეტელები ჩვენს შორის არიან“ — კამპანია კლიმატის პრობლემებზე

ათწლეულების განმავლობაში უცხოპლანეტელებთან კონტაქტის პერსპექტივა ნაყოფიერი ნიადაგი იყო წიგნებისთვის, ფილმებისთვის და სატელევიზიო შოუებისთვის — რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალი შეთქმულების თეორიაზე. ზოგს უყვარს ფიქრი, რომ უცხოპლანეტელები მშვიდობიანად მოვლენ, დახმარებას ან თუნდაც ხსნას შესთავაზებენ კაცობრიობას; მაგრამ ბევრის აზრით, უცხოპლანეტელები ჩვენი პლანეტის განადგურებას გამოიწვევენ.

თავის უახლეს კამპანიაში, კლიმატის მოძრაობა Fridays for Future US გამოთქვამს აზრს, რომ „უცხოპლანეტელები უკვე ჩვენს შორის არიან და ანადგურებენ ჩვენს ცხოვრებას“. ამასთან დაკავშირებით, კრეატიულმა სააგენტომ Fred & Farid-მა ოთხი პლაკატი შექმნა, რომელიც რესურსების შეუფერხებელ მოპოვებასა და ადამიანთა აქტივობას არსებულ საფრთხეს უსვამს ხაზს — მათ შორისაა სამგზავრო მანქანების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის უდიდესი რაოდენობა, ნავთობის მოხმარება და ტყეების განადგურება.

პლაკატები, ამერიკელი მხატვრის პოლ ჩანის საშინელი ილუსტრაციებით, გვიჩვენებს გამორჩეულ სამეცნიერო ფანტასტიკურ სტილს. თავად სურათებზე ნაჩვენებია ანონიმური ფიგურები, რომლებიც ჭრიან ხეებს და თევზაობენ. მათი უცნაური ნიღბები მიგვანიშნებს სხვა სამყაროს ჩაცმულობაზე, რომელსაც კოსმოსის შესწავლასა და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებს ვუკავშირებთ.

რატომ არის „უბრალოდ გახდი ფრილანსერი“ ცუდი რჩევა

ხვალ „სისხლიანი მთვარის“ დაბნელებას ვიხილავთ — როგორ ვუყუროთ?