in ,

ალექსანდრე სუკიასოვი – ფონტები ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა”

“ეს ყველაფერი უბრალოდ გატაცება იყო და საინტერესოდ მეჩვენებოდა. არც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე სერიოზულად დავკავდებოდი ამ საქმით და ის ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცეოდა.”

ალექსანდრე სუკიასოვი

ალიკ სუკიასოვი – დაიბადა ფოტოგრაფების ოჯახში, რამაც სახლში პატარა ფოტო–სტუდის მოეწყობის სურვილი გაუჩინა. სტუდიაში „საყოფაცხოვრებო ნივთებზე“ გადაღებული სურათებით სარეკლამო პოსტერებს აკეთებდა.

როდის დაინტერესდით გრაფიკული დიზაინით და როგორ დაიწყეთ ამ სფეროში მუშაობა?

ვსწავლობდი და ერთმანეთს ვადარებდი ცნობილი კომპანიების ლოგოტიპებსა და სარეკლამო მასალებს. ფოტოშოფის მეშვეობით მეგობრებთან ერთად ვქმნიდით სხვადასხვა ფოტოკოლაჟებს. პარალელურად, დავიწყე ვექტორული რედაქტორის შესწავლა. დასაწყისისთვის, ამ პროგრამაში მუშაობისას ცნობილი ბრენდების ლოგოტიპების ასლებზე ვმუშაობდი, რა თქმა უნდა ვქმნიდი საკუთარ დიზაინსაც.

თქვენი პირველი სამსახური, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა? და ვინ არიან დამკვეთები?

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში სპეციალური განათლება არ მიმიღია, 2008 წელს დავიწყე მუშაობა ვებ–დიზაინერად ერთ-ერთ ვებ–სტუდიაში. მალევე მივიღე შემოთავაზება კომპანია “ფლიტი”-დან, სადაც ვეზიარე „ფონტების შექმნის სამყაროს“.  რამდენიმე თვეში გადავედი სამუშაოდ კომპანია “საქიდეამშენში”. ამ სტუდიაში საკმაოდ გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით. ამ პერიოდში დავიწყე საკუთარი ლათინური ფონტების შექმნა და მივხვდი, რომ მსოფლიო ბაზარზეც შემეძლო მუშაობა.

დღესდღეისობით ვმუშაობ ინგლისურ კომპანია “The Northern Block“-ში ფონტის დიზაინერად და ტექნიკოსად. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია ერთ-ერთ ცნობილ ინგლისურ კომპანია “Dalton Maag“-თან მუშაობა პროექტზე, რომელიც კომპანია ბარბერის ლოგოტიპის ქართული ვერსიის შექმნას გულისხმობდა.

ბარბერი

როგორც ფონტებზე შეყვარებული ადამიანი, რას იტყვით ლოგოსა და ფონტების ურთიერთშეხამებაზე?

ფონტების გარეშე შეიძლება ძალიან კარგი ლოგოც კი წარუმატებელი აღმოჩნდეს. “საქიედამშენში” მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ ფონტები ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ფერი ან ლოგოტიპის ფორმა.

ფონტებთან მუშაობა „საქიდეამშენის“ არტდირექტორმა გიორგი ბოხუამ შემაყვარა. მან ასევე ამიხსნა ფონტ Helvetica–ს უპირატესობები და მისი უნივერსალურობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ “გაქართულების” პროექტებზე ვიმუშავეთ, მათ შორის გავაკეთეთ ბანკი კონსტანტას ინგლისური, ქართული და სომხური წარწერები.

არაერთ ფონტზე გაქვთ ნამუშევარი, რომ ვაჩვენოთ მკითხველს თქვენი რამოდენიმე ნამუშევარი და რომელს გამოარჩევდით?

ისე მოხდა, რომ საქართველოს ბანკის ახალ, ლათინურ კორპორატიულ ფონტად სწორედ Helvetica აირჩიეს და მისი ქართული ვარიანტის შექმნა გახდა საჭირო, რომელშიც ჩამრთეს მე.

Bank of Georgia

ეს კომპანია “ფლიტის” პროექტი იყო, და ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ ფონტის მთლიანი პაკეტი. ეს იყო ჩემი პირველი დიდი ნამუშევარი. მალევე საქართველოს ბანკმა მისი გამოყენება დაიწყო სარეკლამო და საკომუნიკაციო კამპანიებში.

ეს ფონტი ჩემი პორტფოლიოს ძირითად პუნქტად იქცა და სხვა მსხვილი კლიენტების ჩემი ნამუშევრებით დაინტერესება გამოიწვია. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თიბისი ბანკის ფონტზეც მომიწია მუშაობა (“ვინდფორსში” მუშაობის პერიოდი)  და თითქოს ორი კონკურენტის შემაკავშირებელ რგოლად ვიქეცი.

TBC-Bank

არსებობს უამრავი უფასო ფონტი, მაშინ რა საჭიროა, რომ კომპანიამ შეგიკვეთოთ საკუთარი ფონტის დამზადება?

როგორც ავღნიშნე, ფონტი არის ბრენდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ფონტს, როგორც საფირმო სტილის ცალკეულ ელემენტს, ბრენდის ნაწარმის გაყიდვების ხარისხზე ზემოქმედების ჯადოსნური თვისება არ გააჩნია. მისი “მუშაობა” იწყება მაშინ, როდესაც ის ცნობადი ხდება. ადამიანი ფონტით უნდა ხვდებოდეს, თუ რა ბრენდზეა საუბარი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისი ლოგოტიპი არ ჩანს.

როგორია ფონტებზე მუშაობის შემოქმედების პროცესი, როცა სრულიად ახალ ფონტს ქმნით? 

alp

ფონტი გრაფიკული დიზაინის ლოგიკური ნაწილია. ამიტომ, მის შექმნას ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება. პირველ ეტაპზე ფონტის ხასიათის შერჩევაა საჭირო – მისი ფორმისა და პროპორციების განსაზღვრა. რა თქმა უნდა, პირველად ნახაზებსაც ვერ გავექცევით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ მის კომპიუტერიზაციაზე.

სამუშაოს დიდ ნაწილს ფონტის პროგრამირება იკავებს. ასევე უნდა განისაზღვროს თუ რა მანძილით იქნება დაშორებული ასოები ერთმანეთისაგან და უამრავი დეტალი, რომლის გარეშეც შეუძლებელია გამართული და კარგი ფონტი მივიღოთ.

რამდენად ხელმისაწვდომია საკუთარი ფონტის დამზადება და დაახლოებით რა ფასებში მერყეობს?

კომპანია, რომელიც საკუთარ იმიჯზე ზრუნავს, იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეს ექსკლუზიური ფონტი. ასეთი კომპანიებისათვის საკუთარი ფონტის შექმნა აბსოლუტურად ხელმისაწვდომია, ხოლო მისი ფასი სამუშაოს მოცულობასა და კონკრეტულ დაკვეთაზეა დამოკიდებული.

ახალი კანონის თანახმად, აუცილებელი ხდება ქართული წარწერის გაკეთებაც, რა დროსაც ბრენდებს სჭირდებათ სწორი ადაპტაცია, რომ არ დაირღვეს სტილი. თუ მოგმართავენ ასეთ შემთხვევაში?

კანონის ამოქმედებისთანავე ლოგოტიპის ადაპტაციის მსურველ კომპანიათა რაოდენობამ იმატა. რაც შეეხება ფონტის ხელმისაწვდომობას, ყველაფერი კონკრეტულ დავალებაზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული წარწერის კეთების დროს არ იქნას დარღვეული ბრენდის სტილი, მაგრამ ამავე დროს იყოს შენარჩუნებული ქართული ასოების სახე. (დამზადებულია DDB-ში)

mcd

Marketer-ს რომ დასჭირდეს საკუთარი სახელის ადაპტაცია, როგორ დაწერდი?

marketer-adapted

მაკდონალდსმა ჰეფი მილის სათამაშოები წიგნებით ჩაანაცვლა

googdle earth

Google Earth-ის გულში ჩამწვდომი რეკლამა