in

თუ სრიალი გიყვარს, „ალიზი გუდაურის“ შეთავაზება არ გაუშვა ხელიდან!

“თუ სრიალის მოყვარული ხარ, ეს საახალწლო შეთავაზება შენთვისაა – „გუდაური – დინამიური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ყველაზე სასურველი სამთო-სათხილამურო კურორტია, საქართველოში. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის საახალწლო საჩუქრად პერსონალური სათხილამურო საცავი ზამთრის სრული ეკიპირებით შეგვევსო. ჩვენი მისიაა ჩვენი მობინადრეების სრულფასოვან დასვენებაზე ზრუნვა. შესაბამისად, აქ ყველაფერი გათვალისწინებულია“, – ამბობენ „ალიზი გუდაურში“.

მათ, ვინც 15 იანვრამდე მოასწრებს და შეიძენს აპარტამენტს „ალიზი გუდაურში“,  საჩუქრად აირჩევს: სნოუბორდს ან თხილამურს სრული ეკიპირებით: სნოუბორდი ან თხილამური თავისი სამაგრებით, თხილამურის ან სნოუბორდის ფეხსაცმელი, სათხილამურო  ჯოხები, ჩაფხუტი და სათვალე.

ერთი სიტყვით, როგორც კომპანიაში ამბობენ, სრულად აღჭურვილს შეგიძლიათ შეხვდეთ მომავალ ზამთრის სეზონს.

რა პირობებით ბარდება აპარტამენტი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი, ამიტომ ჩვენ თავზე ავიღეთ მძიმე და დამღლელი სარემონტო სამუშაოები. ჩვენ ვახვედრებთ აპარტამენტებს რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარებით მოწყობილ კონდიციაში, მომხმარებელს კი დროს მხოლოდ დასვენებისთვის ვუტოვებთ.

სრულფასოვანი კომფორტისთვის გამოვიყენეთ ინოვაციური, ტექნოლოგიური – ჭკვიანი კარისა და თერმოსტატის სისტემა. წარმოიდგინეთ, სრიალის დროს, მთის წვეროდან აპარტამენტში არეგულირებთ ტემპერატურას ან გუდაურში ჩასულ მეგობარს, თბილისიდან, სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ კოდის გაზიარებით მასპინძლობთ. და ამ ყველაფრის მართვა მობილური აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ.

სად მდებარეობს „ალიზი გუდაურის“ პროექტი?

ალიზი გუდაურის“ ორივე შენობის თითოეული აპარტამენტიდან პანორამული ხედი იშლება, რაც უფრო მყუდრო და მიმზიდველ გარემოს ჰქმნის. მდებარეობს პირველი სასრიალო ტრასიდან, 270 მეტრში და Ski in /Ski Out უპირატესობით სარგებლობს.

მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი . . . 

გვჯერა, რომ დეტალები მნიშვნელოვანია. ამიტომ, „ალიზი გუდაურის“ მშენებლობისთვის გამოყენებული ყველა მასალა მაღალი ხარისხისაა და გათვლილია განსაკუთრებით მკაცრ კლიმატურ პირობებზე. მაღალი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი და ვიზუალური იერსახის ხანგრძლივად შენარჩუნება ჩვენთვის აუცილებელი პირობაა, რასაც პროექტირებისა და მასალების შერჩევისას ვითვალისწინებთ.

ჩვენ ვიზრუნებთ რემონტზე, ავეჯზე, ტექნიკასა და აქსესუარებზე – შენ იზრუნე დასვენებაზე!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ კომპანია „ალიზის“ გაყიდვების სამსახურში, ნომერზე 032 2 43 42 43, ან გვეწვიონ გაყიდვების ოფისში, ო. ლორთქიფანიძის #4-ში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„გაერთე მანამ ახალგაზრდა ხარ“ – ალკოჰოლური სასმლის, Benjy’s ბრენდინგი BRID-ის შესრულებითს

„ვთამაშობთ ჭადრაკს“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge-ს ახალი პროექტი