in

„ალიზი“ – „პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამეზობლოს აშენებს“

ვიმეზობლოთ – ეს მათი სლოგანი და ის მთავარი ღირებულებაა, რომელსაც მობინადრეებისთვის ქმნიან. როგორც გავიგეთ „ალიზის“ ისტორია და ფასეულობა მის სახელთან ძალიან მჭიდრო კავშირშია.

ალიზი – მზეზე გამომშრალ აგურს ნიშნავს, რომლის მთავარი ღირებულება სიმტკიცესა და ერთიანობაშია. ამიტომ, ძველად ალიზისგან გალავნებს და ქალაქებსაც კი აშენებდნენ.

სწორედ ასე დაიბადა კომპანიის სახელის იდეა, რომელიც სიმტკიცისა და ერთიანობის ფასეულობას ყველაზე კარგად გამოხატავს.

ალიზში სჯერათ, რომ მეზობლობა ყველაზე დიდი ღირებულებაა და იმისთვის, რომ სამეზობლო გაცოცხლდეს ყველამ ერთი ალიზი უნდა დავდოთ საერთო იდეისთვის.

ჩვენთან ყველაზე დიდ მნიშვნელობას სიმტკიცესა და ერთიანობას ვანიჭებთ. „ალიზში“ ქართული ტრადიციებიც გვიყვარს და ძველი ტრადიციებიდან სწორედ ის ნაწილი შევინარჩუნეთ, რომელიც ერთიანობას შეგვიქმნიდა.

სწორედ ამიტომ, „ალიზის“ მთავარ ღირებულებად ერთ-ერთი მთავარი და მომხიბვლელი ტრადიცია – მეზობლობა გავიხადეთ.

მეზობლობა, არა როგორც უბრალოდ  ერთსა და იმავე კომპლექსში ცხოვრება, არამედ მეზობლობა, როგორც ერთიანობა, ერთმანეთის გვერდით დგომა და იდეა, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე დგას“.

მოკლედ, „ალიზში“ ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებსაც უნდათ, სამეზობლოს შენებაში თავისი წვლილი შეიტანონ. ამბობენ, რომ თავადაც ძალიან ბევრი აქტივობა აქვთ დაგეგმილი სამეზობლო შეკრებებისთვის.

ამ ვიდეოში სხვადასხვა ინტერესებისა და ღირებულების ადამიანებს მოუყარეს თავი:

ოჯახი, რომელსაც უნდა პატარაობიდანვე ასწავლოს შვილებს სამეზობლოს მნიშვნელობა და კომპლექსს სკვერითა და ბევრი ბავშვით ეძებს.

მუსიკოსი, რომელსაც კარგი ხმის იზოლაცია სჭირდება, რომ მეზობლობაში ხელი რეპეტიციების ხმამ არ შეუშალოს.

ძალიან დაკავებული ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან და საღამოს განსატვირთად თანამოაზრეებს ეძებენ, და ასევე ადამიანები, რომლებიც თავისი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც არჩევენ ღირსეულ „სამეზობლოს“.

თითოეული მათგანი სახლში საკუთარ კომფორტს ეძებს, მაგრამ ამასთანავე „ალიზში“ ცხოვრებით ხელს უწყობს სამეზობლოს შენებას.

ამჟამად კომპანია კომფორტულ და თანამედროვე სამეზობლოებს თბილისსა და მთის კურორტებზე, გუდაურსა და ბაკურიანში აშენებს.

ვინც „ალიზის“ კომპლექსებში ცხოვრებას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორი ინტერესები, ცხოვრების წესი ან რეჟიმი გაქვთ, მთავარია ერთმანეთი გვერდით გეგულებოდეთ.

ალიზი“- ვიმეზობლოთ“ 

 

[პარტნიორის კონტენტი]

წელს SXSW მუსიკალური ფესტივალი ვირტუალური რეალობის ფორმატით ჩატარდა

YouTube ვიდეოებში ნაჩვენები პროდუქტების ჩამონათვალს შემოგვთავაზებს!