დასასვენებელი კურორტი იქნება ეს თუ აქვე, თბილისში, მყუდრო და სასიამოვნო ბინის მოძებნა წყნარ უბანში, ყოველთვის დიდხანს გვიწევს ფიქრი და დათვალიერება, სანამ სასურველს არ ვიპოვით. სახლი ხომ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს ჩვენს შინაგან სამყაროს, რადგან ამის გარეშე, ფაქტობრივად, ძალიან რთულია კომფორტის ზონაში ყოფნა.
დეველოპერული კომპანია “ალიზი” ერთ-ერთ იმ ბრენდებს ეკუთვნის, რომლებიც ყოველთვის ფიქრობენ მსგავს დეტალებზე და მომხმარებელს მყუდრო, კომპაქტურ, კეთილმოწყობილ და, რაც ბინის მცხოვრებთათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, უსაფრთხო გარემოს სთავაზობენ.
“ალიზი” მზეზე გამომშრალ აგურს ნიშნავს, რომლის მთავარი ღირებულება სიმტკიცესა და ერთიანობაშია. ამიტომ, ძველად ალიზისგან გალავნებსა და ქალაქებსაც კი აშენებდნენ.
“ალიზის” საკომუნიკაციო მესიჯია “ვიმეზობლოთ”, რომლის იდეაც მეზობლობის ღირებულებებს ეფუძნება. კომპანიას სჯერა, რომ მეზობლებს შორის სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს და ერთ საცხოვრებელ კომპლექსში, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანებისა თუ ოჯახების ცხოვრება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ამისთვის კი ყველამ თითო აგური, ანუ თითო ალიზი უნდა დადოს, შეიტანოს საკუთარი წვლილი. “ალიზში” თვლიან, რომ მეზობლობა, არა როგორც უბრალოდ ერთსა და იმავე კომპლექსში ცხოვრებაა, არამედ მეზობლობა, როგორც ერთიანობა, ერთმანეთის გვერდით დგომა და იდეა, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე დგას.
კომპანიას დღესდღეობით რამდენიმე წარმატებული პროექტი აქვს, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროექტებზე ზრუნვასთან ერთად, სამომავლო პროექტებზეც აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, სულ ახლახან კომპანიამ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა სააკაძის მოედანზე, რათა კიდევ უფრო გაუმარტივოს დაინტერესებულ პირებს კომპანიასთან თანამშრომლობა. მის დიზაინზე დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა. ოფისი თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა და მომხმარებელი თავს აქ მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობს. კონცეფციის მთავარი იდეა იყო, რომ გაყიდვების ოფისი მორგებული ყოფილიყო როგორც ვიზიტორებზე, ისე თანამშრომლებზე, აქ მოსულმა სტუმარმა კი თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც კაფეში, მეგობრებთან ერთად ყოფნისას.
მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებზე სასაუბროდ, Marketer “ალიზის” აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რამიშვილსა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, თეონა სინიჭანავას გაესაუბრა:
გვესაუბრეთ სხვა მიმდინარე პროექტებზეც, როგორც ვიცით, ამჟამად გაქვთ მუხიანი და გუდაური…
დიახ, ერთი პროექტი გვაქვს თბილისში, მუხიანში, რევაზ გაბაშვილის ქ.10 -ში, თბილისის ერთ-ერთ მყუდრო და სწრაფად განვითარებად ადგილას. ალიზი მუხიანის სამეზობლოს 12-სართულიან შენობაში გათვალისწინებულია სულ 127 ბინა. ამ ეტაპზე მუხიანის პროექტში უკვე გაყიდულია ბინების 78%.
მეორე პროექტი, რომელიც გუდაურში შენდება აერთიანებს ორ ბლოკს და 26 აპარტამენტისგან შედგება. ჩვენ კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჰქონდეთ აპარტამენტი ყველაზე მოთხოვნად, დინამიკურ და მზარდ კურორტზე, რომელიც აქტიურად დასვენების შესაძლებლობასთან ერთად, მათთვის შემოსავლის წყაროც გახდება. გუდაურის პროექტში, აპარტამენტები 24 კვ.მ-იდან იწყება და ბარდება რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ალიზი გუდაურის პროექტის 65% უკვე აშენებულია და გაზაფხულიდან გაგრძელდება სამუშაოები.
თქვენი ბრენდი 2019 წლიდან არსებობს, მოდით ვისაუბროთ განვლილ გზაზე, როგორ შეაფასებდით მას?
2021 წელი ჩვენი კომპანიისთვის იყო ძალიან საინტერესო წელი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წელს დაარსდა, კომპანია ალიზი მხოლოდ 2021 წლის მარტში გამოჩნდა ბაზარზე. მარტში პირველად დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი გამოწვევა იყო, რომ მოკლე დროში გაგვეცნო კომპანია საზოგადოებისთვის და მოგვეპოვებინა კლიენტების ნდობა, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით და წელი წარმატებით დავხურეთ. გარდა მარკეტინგულ და გაყიდვების ნაწილისა, უმნიშვნელოვანესი სამუშაო გავწიეთ როგორც კომპანიის ახალი კადრებით დაკომპლექტების მხრივ, ასევე ციფრული არხების აწყობისა და დახვეწილი ციფრული ტექნოლოგიების ჩვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგების მხრივ.
კომპანიის საკომუნიკაციო მესიჯია “ვიმეზობლოთ”, რომელიც ადამიანური ურთიერთობებსა და ერთიანობის ღირებულებებზეა დაფუძნებული. ალიზის გუნდში სჯერათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროშიც კი, რომელმაც ურთიერთობები ვირტუალურ გარემოში გადაიყვანა, შესაძლებელია ისეთი სამეზობლოს ყოლა, რომელიც არ დასრულდება ვიღაცის კარის ზღურბლთან, ამიტომ ალიზის მთავარი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ამ მეგობრულ ურთიერთობებსა და მეზობლობის ქართულ ტრადიციებს არ დაკარგავს.
“ჩვენი კომპანიის ძლიერი მხარე არის ის, რომ ჩვენ ვქმნით თანამედროვე ურბანულ და საკურორტო ზონებს, ვქმნით სამეზობლოს იდეას, რომელშიც იგულისხმება მეგობრობა, დახმარება, მხარდაჭერა, საჭირო დროს ყველაზე ახლოს ყოფნა, ადამიანური კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება, დროის ერთად გატარება, ოჯახებით მეგობრობა”.
პანდემიამ ბევრი პრობლემა გამოიწვია ბევრ სფეროში. როგორც ფიქრობთ, უშუალოდ თქვენი კომპანიისა და ზოგადად, სამშენებლო სექტორისთვის რა გამოწვევები დგას და როგორ უმკლავდებით?
პანდემიის დასაწყისი იყო საკმაოდ შოკური პერიოდი ყველასთვის, განსაკუთრებით, სანამ რეაბილიტაციას გადიოდა ჩვენი სექტორი. რა თქმა უნდა, კლება იყო როგორც ტრანზაქციებში, ისე ფასების მხრივ. თუმცა, მალევე, საკმაოდ კარგად რეაბილიტირდა მთლიანად სექტორი და ნელ-ნელა გაყიდვებში ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, 2021 წლის პირველ ნახევარს, 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, 3%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 54%-ია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ ყველაფერს განაპირობებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ამ პროგრამებით ძალიან წარმატებით სარგებლობენ მომხმარებლები.
რას გვეტყოდით კომპანიის სამომავლო გეგმებზე?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვიწყებთ მეორე პროექტს საკურორტო ზონაში, კერძოდ ბაკურიანში. ეს პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეულ სიმყუდროვეს, ბაკურიანის საკმაოდ ცენტრალურ ადგილას. მაქსიმალურ კომფორტულ სასტუმროს ტიპის კომპლექსი ექსკლუზიურ 21 აპარტამენტს, ლაუნჯს-ფართო ტერასით და საბავშვო ზონას აერთიანებს.
ხოლო თბილისში, ერთ – ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კომპლექსის შენებას დავიწყებთ ერთ თვეში. უკვე სრულდება არქიტექტურული პროექტის გარკვეული დეტალების საბოლოო დამუშავების ეტაპი.