ყოველწლიური სადეგუსტაციო კონკურსის New york Intarnational Spirits Competition-ის მიერ 2015 წლის საუკეთესო უკრაინულ არყად აღიარებული ხორტიცა „Пшеничная слеза“ უკვე საქართველოშია. ახალი თაობის სპირტი უკრაინაში შეიქმნა და ითვლება საუკეთესო სპირტად არყის წარმოებისთვის.

მოგეხსენებათ , ფილტრაციის მიხედვით , უკრაინის სტანდარტებით განასხვავებენ ოთხი სახის სპირტს : “ექსტრა”, “უმაღლესი ფილტრაცია”, “ლუქსი” და ” Пшеничная слеза ” . მათ შორის “Пшеничная слеза” გამოირჩევა ხარისხის, სისუფთავის და გამოვნური მახასიათებლების მიხედვით. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, იგი მხოლოდ რჩეული ხორბლის მარცვლებისგან იწარმოება. ასევე სპირტ „ლუქსთან“ შედარებით, სპირტში „Пшеничная слеза“ ორჯერ ნაკლებია მეთანოლისა და ალდეგიდების შემცველობა, რომელებიც თავის ტკივილსა და დილით ნაბახუსევის სინდრომს იწვევენ.

უკრაინული არაყი ყოველთვის სარგებლობდა ავტორიტეტით მსოფლიოში. თუმცა სპირტმა „Пшеничная слеза“ მისი ხარისხი ახალ დონეზე აიყვანა. „სწორედ სპირტის ხარისხი ახდენს გავლენას არყის გემოსა და დილის განწყობაზე“, – აღნიშნავს საერთაშორისო დეგუსტატორი ედნი ტომპსონი, რომელიც უკრაინელი სპეციალისტების უახლეს მიგნებას გაეცნო.მისივე თქმით, სიწმინდით სპირტი „Пшеничная слеза“ საზღვარგარეთის სტანდარტებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება და შესანიშნავი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიური კუთხით მხოლოდ ერთეული ქარხნებია მზად რომ აწარმოონ და მიიღონ ეს სპირტი. უკრაინაში სპირტ „Пшеничная слеза“ -ს შესყიდვაზე ექსკლუზიური კონტრაქტი ლიქიორისა და არყის ქარხანა „ხორტიცამ“ მიიღო.
[R]










