in

შესაძლოა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას გენის ცვლილებით გაუმკლავდნენ

ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლის ჭარბად მიღება თინეიჯერობის პერიოდიდან დაიწყეს, მეცნიერთა თქმით, მალე თავში არსებული ღილაკის გამოყენებას შეძლებენ… ეს მოსაზრება კი ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედების კვლევას ეფუძნება.

M2
M2

ადრეული ასაკიდან ალკოჰოლის ჭარბად მიღებას ტვინზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. კვლევის შედეგები კი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში ანტიდოტი გენის ცვლილებაა, რითაც თქვენს ტვინში გადატვირთვის მსგავსი რამ მოხდება, — განმარტავს სუბჰაშ პანდეი, კვლევის წამყვანი ავტორი.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გენის ცვლილების შემდეგ ალკოჰოლზე მოთხოვნა მცირდებოდა. ხოლო ის თუ რამდენად შესაძლებელია თაგვების კვლევით ადამიანებისთვის სასარგებლო შედეგების მიღება, ეს ცალკე განხილვის საგანია… მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადამიანებმა კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყეს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ალკოჰოლის მავნე მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნულმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა დააფინანსა, რითაც, ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

ახალი პროდუქტები Acer-ის ღონისძიებიდან!