in

ალკოჰოლის მოხმარება კიბოს 6 ტიპს დაუკავშირეს — კვლევა

ფიქრობენ, რომ ცოტა ალკოჰოლი კარგია ჯანმრთელობისთვის და, ალბათ, ეს ფრაზა თქვენც არაერთხელ მოგისმენიათ… მიუხედავად ამისა, მეცნიერული კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს. ამჯერად გვეუბნება, რომ ალკოჰოლმა კიბო შეიძლება, გამოიწვიოს…

M2
M2

ალკოჰოლსა და კიბოს შორის არსებული კომპლექსური ურთიერთობა American Association for Cancer Research-მა ამოხსნა. მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ყველა ტიპის კიბოს 40% ცვლად რისკ ფაქტორებს უკავშირდება — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთ რაღაცებს, რისი შეცვლაც თავადვე შეგვიძლია. ალკოჰოლის მოხმარება კი მათ შორის წამყვანი საკითხი იყო. 

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მეცნიერები ალკოჰოლის მოხმარებას კიბოს 6 ტიპს უკავშირებენ, რომელთა შორისაა თავისა და ყელის, საყლაპავის, ღვიძლის, ძუძუს, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები. სტატისტიკაც მზარდია… მიღებული შედეგები კი ეჭვ ქვეშ აყენებს ალკოჰოლის ყოველდღიურად მიღების სარგებელს, რასაც რამდენიმე კვლევის საფუძველზე ამბობს. 

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ აწმყოს კი არა, მომავალსაც შეეხება — მოხსენება შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებში კიბოს კონკრეტული ტიპები მრავლად გვხვდება. უფრო ზუსტად, ადრეული კოლორექტალური კიბოს შემთხვევები 50 წლამდე პირებში, 2011-2019 წლებში, წელიწადში 1.9%-ით იზრდებოდა.

აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებს კვლავ შეისწავლიან, მაგრამ მეორე მხარესაა კვლევები, რომლებიც ხშირ და რეგულარულ დალევასა და ადრეულ თუ შუა ასაკში მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს მაღალ რისკებს შორის კავშირს ავლენს — თუმცა ეს ტრაგედია არ არის, რადგან ალკოჰოლის მოხმარების კონტროლი თავადვე შეგვიძლია! თანაც მეცნიერებიც ამბობენ, რომ ალკოჰოლის შემცირება რისკებსაც ამცირებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი კიბოს რისკებს ზრდის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას, ვინც სვამს, კიბო განუვითარდება. ამ უკანასკნელში მრავალი ფაქტორი ასრულებს როლს…

საინტერესოა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევაც, რომელიც 135 000 ალკოჰოლის მოყვარულ ადამიანს შეისწავლიდა — გვეუბნებიან, რომ რაც უფრო მეტად სვამს ადამიანი, მით უფრო მაღალია გარდაცვალების შანსი ნებისმიერი მიზეზით. ეს და სხვა მსგავსი მიგნებები კი ხაზს უსვამს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საკითხს ალკოჰოლისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. 

iOS 18 სისტემის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Apple Wallet-ში ლიბერთის ბარათების ერთი შეხებით დამატება

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია