დღეისათვის კომპიუტერულ სამყაროში უკვე ბევრი რამ გვინახავს – მაგალითად, კომპიუტერი, რომელსაც საკუთარი “ფილტვები” აქვს. თუმცა კაილ ჰანსენმა ნამდვილად გაგვაოგნა თავისი ინოვაციით… YouTube არხის Bitwit-ის ხელმძღვანელმა ახლახან წარადგინა Jägermeister-ის გამაგრილებელი სისტემის მქონე კომპიუტერი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის თქვენი კომპიუტერის გაგრილების იდეალური გზა. “ეს არ არის უსაფრთხო, მდგრადი ან ჯანსაღი გზა თქვენი კომპიუტერის გაგრილებისთვის” – ამბობს ჰანსენი. მსგავსი სასმელები დროთა განმავლობაში ლითონის ნაწილებს აზიანებს. ამასთან, ალკოჰოლი ცნობილია, როგორც აკრილის ბოჭკოს “მჭამელი”, როცა მისი კონტროლი არ ხდება. მოკლედ, არც კი სცადოთ ასეთი კომპიუტერის სახლში აწყობა…
როგორც ჰანსენი აღნიშნავს, მან სასმელი Jägermeister გარკვეული დროის შემდეგ ფერადი სითხით შეცვალა, რაც საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს შიდა ნაწილებისთვის. გარდა ამისა, ამ კომპიუტერს უახლესი და უდიდესი 64 GB Corsair Dominator Platinum RGB მეხსიერება, EVGA RTX 3080, AMD Ryzen 9 5950X და 1000W 80+ Titanium PSU აქვს. თითოეული ნაწილი სპეციალურ Singularity Spectre 3.0-ში, ე. წ. წყლის გამაგრილებელ დემო ქეისში იყო მოთავსებული – მწვანე მეტალის აქცენტებით და Jägermeister-ის ლოგოთი.
აღნიშნული კომპონენტების მსგავსად, წყლის გამაგრილებელი სისტემა უმაღლესი დონის ნაწილებითაა აღჭურვილი. ჰანსენმა Corsair XC7 პროცესორის ბლოკი, EK Quantum Vector GPU ბლოკი და ორი 360 მმ Primochill რადიატორები გამოიყენა.
მთლიანობაში, გამაგრილებელმა მოკლე დროში იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჟანგიანი წყლის გაგრილების სისტემად იქცევა, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ წამს გამოვიდეს წყობილებიდან.