რას სწავლობენ ბავშვები თოჯინებთან თამაშით? თოჯინები მხოლოდ გოგონებისთვისაა? “ჩვენ ყველას შეგვიძლია ზრუნვა” – ამ გზავნილით, სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი Hasbro გამოვიდა. კომპანიამ სააგენტო Ogilvy-სთან თანამშრომლობით, რეკლამა გამოუშვა, სადაც პატარების თოჯინებთან ურთიერთობაზე ჰყვება. თუკი, გოგონები თოჯინებთან თამაშით მათზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობის აღებას სწავლობენ, რატომ არ შეიძლება ეს ბიჭებმაც შეძლონ? თოჯინებთან თამაში არ უნდა მივაკუთვნოთ კონკრეტულ გენდერს, – ნათქვამია კამპანიაში.
ბიჭებსაც შეუძლიათ თოჯინებით თამაში – Ogilvy-ის ვიდეორგოლი
