საფრანგეთში, McDonald’s-ის საუზმის ახალი მენიუ, All-day Breakfast რომ წარადგინეს, ბრენდს შეეძლო, მარკეტინგულ კომუნიკაციაში აქცენტი „მოსახერხებელზე“, „სასურველზე“ ან სხვა ტრადიციულ მიდგომაზე გაეკეთებინა. მაგრამ, კრეატიულ სააგენტო TBWA\Paris-თან ერთად, აბსოლუტურად განსხვავებული გზა აირჩია – შექმნა თანამედროვე, „ასაკვიატებელი“ და „სიამოვნების მიმნიჭებელი“ ვიდეო კონტენტი. ეს არის GIF-ების სერია, როგორ მზადდება საუზმის მენიუს მთავარი კერძი კვერცხის მაფინი.

სააგენტო TBWA\Paris პროექტზე 3D ანიმატორ Matthieu Braccini-ისთან ერთად მუშაობდა. ახლა კი, მათ, კამპანია Un Moment de Douceur/Moment of Softness-ისთვის შექმნილი GIF-ები ერთ ანიმაციურ ვიდეოში გააერთიანეს.
https://www.youtube.com/watch?v=zwNvFwjXWK0
GIF-ების სერიამ, წელს, საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Cannes Lions-ზე, დიზაინის კატეგორიაში, ბრინჯაოს ლომი მოიგო. ამ კამპანიას, McDonald’s France-ის Facebook გვერდზე 3.5 მილიონი ნახვა ჰქონდა, იქიდან კი, ბრენდის ვებგვერდზე 120,000 ვიზიტორი გადავიდა.
Matthieu Braccini-მ, ფოტოები და ანიმაციაც გამოაქვეყნა, რისგანაც ჯერ GIF-ები, შემდეგ კი ვიდეო შეიქმნა.

ეს ყველაფერი მარკეტინგული კამპანიის მეორე, მაგრამ ძირითადი ნაწილი იყო. პროექტის დასაწყისში, სააგენტომ, All-day Breakfast-ის რეალური ვიდეორგოლი წარადგინა.










