in

კადილაკმა „მაკრატელხელება ედვარდი“ ტიმოთი შალამესა და უინონა რაიდერის მეშვეობით გააცოცხლა

რეკლამა ბრენდის პირველი ელექტრომობილისთვის მომზადდა.

„კადილაკმა“ პირველი ელექტრომობილი, Cadillac LYRIQ წარადგინა და აუდიტორიამდე ამ ამბის მისატანად, ტიმ ბარტონის ფილმის, „მაკრატელხელება ედვარდის“ მთავარი პერსონაჟი, მაკრატელხელება ედვარდი გამოიყენა.

„კადილაკის“ რეკლამაში ედვარდის როლს ტიმოთი შალამე, ხოლო მისი დედისას – უინონა რაიდერი ასრულებს.

მაკრატელხელობას თავის დადებით მხარეებთან ერთად, უარყოფითებიც თან ახლავს. ერთ-ერთია საჭესთან ჯდომის შეუძლებლობა. თუმცა Cadillac LYRIQ-ს აქვს ფუნქცია, რომლის მიხედვითაც გზაზე, მძღოლს საშუალება ეძლევა, საჭეს ხელები მოაშოროს და მანქანა სვლას დამოუკიდებლად განაგრძობს.

შესაბამისად, მაკრატელხელება ედვარდისთვის „კადილაკის“ ეს მოდელი გადასარევი გამოსავალია.

ნახეთ Leo Burnett-ის ნამუშევარი:

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ციფრული პროდუქტების დახმარებით?

„გოგოობა არასდროს შეწყვიტო!“ – ანუ, ნუ მოსწყვეტ შენი გონების ყვავილებს – ლანა ჯოხაძის ნამუშევარი