ერთ დღესაც, პირადი პრობლემის გადაჭრა, ბიზნესად შეიძლება გექცეთ. ასე იყო ქეროლაინ დუელის შემთხვევაშიც, რომელსაც საკუთარი საქმის წამოწყება არც უფიქრია. ძველ ტკბილ 90-იანებში, მან ხელის მცენარეული ბალზამი მოამზადა მხიარული გარემოცვისთვის, რომელთა შორისაც იყვნენ ალპინისტები, ფერმერები და ხელსაქმის ოსტატები. პროდუქტს პოეტური სახელი – All Good Goop შეურჩია, როგორც სუფთა და მარტივი ინგრენდიენტების ერთობლიობა, რომელსაც საოცარი სურნელი და რაც მთავარია, ეფექტი ჰქონდა. ასე დაიწყო მისი ბიზნესის ისტორია და გაჩნდა All Good Goop-ის კანის მოვლის ორგანული, ნატურალური პროდუქტები, რომელიც მზისგანაც დაგიცავთ.
ბრენდს საფუძველი 1998 წელს ჩაეყარა. პირველი პროდუქტები ქეროლაინმა ახლობლებსა და მეგობრებს აჩუქა. შემდეგ, პროდუქტების გაყიდვა ფერმერებსა და მთამსვლელებზე დაიწყო. შემდეგ, კალიფორნიაში გადავიდა და მეგობრებთან ერთად Hells Angels-ის ნაგავსაყრელი იყიდა. იქაურობა 40 დაშლილი მანქანისა და გაუთავებელი ნარჩენებისგან გაათავისუფლა და პერმაკულტურის ოაზისს ჩაუყარა საფუძველი.
მოგვიანებით, წარმოება სახლის გარეთ გადაიტანა. აი, პირველი სავაჭრო ობიექტი კი 2006 წელს გახსნა. ეს უკვე ოფიციალური ბიზნესი იყო და შეფუთვაზეც მკაფიოდ ეწერა Elemental Herbs.
საინტერესოა, რომ 2006 წლამდე, All Good Goop-ს თანამშრომელი არ აუყვანია, ყველაფერი ქეროლაინისა და მისი ახლობელი ადამიანების დახმარებით კეთდებოდა. 2007 წელს, კომპანიამ პირველი ბრენდამბასადორი შეიძინა. ეს იყო ჯორდან რომერო – ახალგაზრდა მთამსვლელი, რომელმაც არაერთი გიგანტური მწვერვალი დალაშქრა. 2009 წლისთვის, All Good Goop-ის პროდუქტი ქვეყნის 500 მაღაზიაში იყიდებოდა. მწვანე ბიზნესის სტატუსით, ის San Luis Obispo Chamber of Commerce-ის ჯილდოს მფლობელიც გახდა. და მაინც, კომპანიის კოლექტივი, ჯერ კიდევ, მხოლოდ 5 ადამიანსა და ერთ ბავშვს მოიცავდა.
დღევანდელი სახელწოდება All Good კომპანიას 2013 წლიდან აქვს. 2016 წელს, კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და სახელი დაიმკვიდრა, როგორც ეკო-ბრენდმა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ბუნების საჩუქარს იყენებს პროდუქტის შესაქმნელად. თავად ქეროლაინიც ბრენდის ხასიათის ადამიანია – ის ქმნის პროდუქტს იმიტომ, რომ ასე განიცდის ბედნიერებას, მან იცის, რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური პროდუქტების შექმნას და ბუნების სიხარულს უზიარებს ადამიანებს.
მიდგომამ გაამართლა – All Good-მა არაერთხელ მოიპოვა აღიარება. დღესდღეობით, ესაა სერტიფიცირებული B კორპორაცია, კლიმატის ნეიტრალური სერტიფიკატით. ქალების მფლობელობაში მყოფი ეს ბიზნესი WBENC-ის მიერ აღიარებულია თავისი ღირებულებების გამო. კომპანია წარმატებას ზომავს გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობით. აქ მიაჩნიათ, რომ როცა პროდუქცია კარგია ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი კარგი იყოს საზოგადოებისთვის, მომხმარებლებისთვის, მოვაჭრეებისთვის და იმ მიწისთვის, საიდანაც ეს პროდუქტები მოიპოვება. All Good Team-ის სათაო ოფისი მდებარეობს მორო ბეიში (კალიფორნია). კომპანია, ასევე, მხარს უჭერს გარემოს აღდგენისა და განათლების მიმართულების პროექტებს. All Good არის დასტური, რომ შეგვიძლია ბიზნესი ვაკეთოთ ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.