კომპანია Hennessy აგრძელებს გლობალურ პროექტს All I Need, რომელშიც შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები თავიანთი შემოქმედებითი გზის შესახებ გვიამბობენ. მათ შორისაა Tamada საქართველოდან, რომელიც თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება.
Hennessy-ის პროექტის რჩეული გმირები არიან Onuka (უკრაინა), Super Besse (ბელარუსი), the Buhars (ყაზახეთი). Hennessy-ის კამპანიის All I Need მიზანია ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები თვითგამორკვევისკენ წაახალისოს. სწორად ამ მიზნისთვის კომპანია Hennessy არგებს ფონდის როლს და ოთხი ქვეყნისთვის გამოყოფს გრანტს ჯამში 20,000 ევროს ოდენობით, რომელიც გათამაშდება კონკურსის ფარგლებში. Onuka, Super Besse, The Buhars და Tamada გახდებიან ამ კონკურსის კურატორები და აირჩევენ თითო გამარჯვებულს, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზს თავიანთი შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.
საგრანტო განაცხადის წარსადგენად კონკურსანტმა, თავის ინსტაგრამის გვერდზე, პოსტის სახით უნდა გამოაქვეყნოს პასუხი კითხვაზე „როგორ აისახება ჩემი წარსული მუსიკაში“ და „რა მჭირდება, რომ ჩემი იდეები მთელ მსოფლიოს შევატყობინო“, დააყენოს #HennessyVSAllINeed პროექტის ჰაშტაგი და მონიშნოს არტისტ-კურატორის ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც შეაფასებს განაცხადს. კონკურსი გაგრძელდება 25 აგვისტომდე. გამარჯვებულებს შეარჩევენ პროექტის არტისტ-კურატორები, Universal Music-ისა და კომპნია Hennessy მონაწილეობით.
კამპანიის კურატორები, ჰენესისთან ერთად, გულწრფელად საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდის თითოეულ ადამიანს უნიკალურს, როგორი გავლენა აქვს წარსულ გამოცდილებას, როგორია სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების დამახასიათებელი თავისებურებები და როგორ წარმოშობს ეს ყველაფერი ტრადიციებს, რომლებიც აწმყოსა და მომავლის საფუძველია. 250 წელიწადზე მეტია, ბრენდი Hennessy აკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ამავდროულად თავისი ტრადიციების ერთგული რჩება. მემკვიდრეობისადმი ასეთ დამოკიდებულებას პროექტის გმირებიც იზიარებენ.
Super Besse მინსკიდან გვიყვება, როგორ დაუპირისპირა ცივი პოსტ-პანკური ჟღერადობა რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრების სტილს. ყაზახური პროექტი The Buhars – ტრადიციული საკრავების დახმარებით ქმნის მუსიკას. უკრაინული ONUKA ერთ-ერთი წევრის, ნატა ჟიჟჩენკოს ბაბუის ამბავზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავად ამზადებდა და უნიკალურ ჟღერადობას ამგვარად ქმნიდა.
საქართველოს ამ პროექტში ელექტრონული მუსიკოსი Lasha Chapel aka Tamada წარმოადგენს. თავის ვიდეოში ლაშა გვიყვება მის 10-წლიან შემოქმედებით გზაზე, რომელიც ევროპიდან დაიწყო, სადაც ის ინგლისურენოვანი ნაწარმოებებით გამოდიოდა. ლაშას თქმით, ნამდვილი ინტერესი მისი მუსიკისადმი სულ ცოტა ხნის წინ წარმოჩინდა. ქართულ ფოლკლორთან ექსპერიმენტებისა და თავის მშობლიურ ენაზე შესრულებული სიმღერების წყალობით, მისმა მუსიკამ ყურადღება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ მიიქცია. ზუსტად ამ მომენტში გააცნობიერა, რომ უნდა დაბრუნებულიყო შინ, თბილისში და განეგრძო მუშაობა ამ, თავისთვის ახალ ხმოვანებაში, რომელსაც ქართველი აუდიტორიაც გულთბილად შეხვდა.
Lasha Chapel (aka Tamada): არც ისე დიდი ხანია, რაც დავუბრუნდი ჩემ მუსიკალურ ფესვებს. მაგრამ ეს მხოლოდ მუსიკალურ განცხრომაა და არ მანიჭებს სრულ კმაყოფილებას. თუმცა გზა, რომელიც მეხმარება საკუთარი თავს პოვნაში, ის მამოძრავებელი ძალაა, რაც თითოეულ ნოტს მაკვრევინებს და მამღერებს.
ეს პროექტი პირდაპირ ეხმარება მუსიკოსებს, დაფიქრდნენ და ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, შეეცადონ იპოვონ ის ავთენტურობის განცდა, რაც ხელოვანი ადამიანის საუკეთესო მეგობარია.
მე, პირადად, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მრავლისმომცველ წამოწყებაში. პროექტში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინო შენი ნამდვილი „მე“.