in

მენეჯმენტი, როგორც ცვლილებების მართვა

მენეჯმენტი ნიშნავს ცვლილებების მართვას და თუ ამ განსაზღვრებას ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ზუსტადაც, ასეა. გაყიდვების გაზრდა იქნება, სხვა კომპანიასთან შერწყმა, პერსონალის ახალი პოლიტიკის გატარება, ახალი ბიზნეს მოდელის შემუშავება თუ სხვა – ამ პროცესების მენეჯმენტისთვის საჭიროა ცვლილებების მართვა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მენეჯმენტის სამუშაო ყოველთვის გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს: ხარჯების შემცირება, საჭირო დროის შემცირება, ბრუნვის შემცირება… მაგრამ ამ მიზნებამდე მისასვლელად, კიდევ უფრო პატარ-პატარა მიკრომიზნების დასახვა და შესრულებაა საჭირო, რომელიც საბოლოოდ, ბიზნესისთვის სასარგებლო კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანს.

თუმცა ასეთ დროს, მენეჯერები ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეცდომას უშვებენ: ისინი ცვლილებებს აღიქვამენ, როგორც საგანგებო მოვლენას, რომელსაც ცვლილებების მართვის სპეციალური ტექნიკა და უნარები სჭირდება. თუმცა, ეს ასე არ არის და რეალურად, სჯობს, მსგავსი მიდგომა შეიცვალოს.

ლიდერებმა ცვლილებას უნდა შეხედონ არა როგორც დროებით მოვლენას, არამედ როგორც მენეჯმენტის საქმის არსს. ანუ, იმის განსაზღვრა, თუ საით მიდის კომპანია, საჭიროებს სტრატეგიულ გეგმას კვირის, თვეების, კვარტლებისა თუ წლების მიხედვით. და როცა ასე დეტალურადაა ჩაშლილი უახლოესი მომავლის გეგმები, ცვლილებებიც აღარაა საშიში. ცვლილებებთან ადაპტირება იმდენად ორგანულად მიმდინარეობს კომპანიის ფუნქციონირებასთან ერთად, რომ კომპანიის განვითარების ეს ნაწილითავისთავად ხდება მენეჯმენტის ნაწილი.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლიდერებო, გუნდებს შეურჩიეთ რამდენიმე ქვემიზანი, რომელთა მიღწევაც მათ რამდენიმე თვეში უნდა შეძლონ. აქცენტი გააკეთეთ კონკრეტული ცვლილებების შესრულებაზე და თითოეულ წარმატებას მოაყოლეთ მიზნების გადაჭრის უფრო ამბიციური გეგმა, ანუ ცვლილებების ახალი ეტაპი.

მაგალითად, გარი კაპლანმა, XL Catlin-ის ჩრდილოეთ ამერიკის სამშენებლო დაზღვევის პრეზიდენტმა, მისი განყოფილება რამდენიმე ძირითადი სტრატეგიული მიზნის ჩამოყალიბებით დაიწყო. შემდეგ მან წამოაყენა მოკლევადიანი, „შედეგებზე ორიენტირებული პროექტები”, რომელთაგან თითოეული ფოკუსირებულია ამ სტრატეგიული მიზნების გარკვეული ასპექტის მიღწევაზე.

ყოველწლიურად, XL Catlin-ის გუნდში ახორციელებენ, დაახლოებით, 50 ასეთ „შედეგზე ორიენტირებულ პროექტს“. კაპლანის პროექტზე დაფუძნებულმა სტრატეგიამ კომპანიას საშუალება მისცა, განყოფილების ამოქმედებიდან ხუთი წლის შემდეგ, განეხორციელებინა 1 მილიარდი აშშ დოლარიანი მოგება, შემდეგ კი, ზუსტად იმავე ოდენობის თანხა – მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

როგორც კაპლანი ამბობს, კომპანიაში ცვლილებებისთვის, შესაძლოა, ექსპერტების ჩარევაც, თუმცა ცვლილებების ფაქტობრივი მართვა მენეჯერების ხელში უნდა დარჩეს. რადგან, როგორც კაპლანი ამბობს, ცვლილებების მართვა არის მენეჯმენტი და მენეჯმენტი არის ცვლილებების მართვა.

წყარო: HBR



Apple პირველ წყალზე მოტივტივე მაღაზიას სინგაპურში ხსნის

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ზაურ მეშველიანი მუშაობას Google-ში იწყებს