29
Apr
2015

All Star კალათბურთის სამოყვარულო ლიგისგან

29 Apr 2015

allstar

17 მაისს, 18 საათზე, ძველი იპოდრომის დახურულ მანეჟში, კალათბურთის სამოყვარულო ლიგა სეზონის ყველაზე მასშტაბურ აქციას ჩაატარებს.

All Star Game! ”ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია”. გრანდიოზული ივენთი, საკალათბურთო ეპიკი მოყვარულების მონაწილეობით.

აქციაში მონაწილეობას იღებენ სამოყვარულო ლიგის საუკეთესო წარმომადგენლები, ყველაზე სტაბილური და პოპულარული პერსონები. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრები, ლეგენდები, ვეტერანები. ეს აქცია ყველას აერთიანებს და ამ აქციაში მონაწილეობის მიღება ყველასთვის სასიამოვნო მომენტი და პატივია. ცენტრალური თემა უშუალოდ All Star Game იქნება. პროცესში, გაიმართება სამქულიანების კონკურსი და სლემ-დანქის კონკურსი!

პარალელურად, იგეგმება პარაკალათბურთელების მატჩი-აქციაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პარაკალათბურთელთა ნაკრები და გუნდი, რომელიც თითქმის ერთი წელია, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის დამფუძნებელთა დახმარებით, სისტემატიურად ვარჯიშობს თბილისის ”დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

• სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო • თბილისის მერია • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ღონისძიების ოქროს სპონსორია ”ევროპა-ბეთი”. საინფორმაციო მხარდამჭერები: • ”რუსთავი 2” • TV-იმედი • სილქ სპორტი • მარკეტინგული პორტალი www. marketer.ge • რადიო ”ფორტუნა” • რადიო ”ჯაკო”. მუსიკალური მხარდაჭერა DJ REMBO 17 მაისი – საკალათბურთო მუღამი და კარგი დღე, რომელიც ყველაზე მაგრად უნდა გაატაროთ! მოუსმინეთ კარგ მუსიკას, მიირთვით გამაგრილებელი სასმელები და იკაიფეთ კალათბურთით

განხილვა