წლევანდელ „ყველა ვარსკვლავის მატჩს“ რეკორდულად ცოტა რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა. ბოლო 31 წლის განმავლობაში ივენთს ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა. ამ რიცხვმა 5.9 მილიონი შეადგინა, შედარებისთვის შარშანდელ ALL STAR-ს 7.2 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
Nielsen Data-ს მონაცემებით, წელს, 18%-იანი კლება დაფიქსირდა, COVID-სიტუაციისა და დასწრების აკრძალვის ფონზე ასოციაცია რეკორდულად დიდი რაოდენობის მაყურებლების რაოდენობას ელოდა, თუმცა მოულოდნელად სურათი რადიკალურად შეიცვალა და ანტირეკორდი დაფიქსირდა. 
ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსის გუნდი კევინ დურანტის გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა საოცრად სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა. მატჩი ლებრონის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 170-150 დასრულდა. სამქულიანების კონკურსი კი სტეფ კარის მოგებით დასრულდა.
???
Guards RATTLING THE RIM in the 2021 #NBAAllStar Game! pic.twitter.com/86hCPGvkqn
— NBA (@NBA) March 8, 2021
კობი ბრაიანტის სახელობის MVP-ს წოდება კი გიანის ანტეტოკუმპომ მოიპოვა.
?????? #NBAAllStar #NBAKicks #KiaAllStarMVP pic.twitter.com/L7RCgkTZrx
— ? #NBAKicks ? (@NBAKicks) March 8, 2021









