in ,

DeepFake – სიმღერა All Star მსოფლიოში ცნობილი კინოპერსონაჟების შესრულებით

Lenovo
Lenovo

DeepFake ტექნოლოგიას საკმაო ხანია ვიცნობთ. საზოგადოების ნაწილში ის შიშს იწვევს, ნაწილისთვის კი სახალისო გასართობია. ეს არაერთგვაროვანი რეაქცია იმ რისკებითაა გამოწვეული, რომლის მოტანაც, ყალბი ამბების ეპოქაში, ამ ტექნოლოგიის არაკეთილსინდისიერ ხელში აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს. მსგავს სცენარებთან ბრძოლა კი, ალბათ, DeepFake-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და მედიაწიგნიერების ზრდითაა შესაძლებელი.

აქამდე, DeepFake-ის არაერთი ნიმუში გვინახავს და მათი ძირითადი ნაწილი ადამიანების სახისა და ხმის ჩანაცვლებას მოიცავდა. ამჯერად კი, გავრცელდა ვიდეო, სადაც პროგრამა Wave2Lip-ის გამოყენებით, სხვადასხვა ცნობილი ფილმის პერსონაჟები Smashed Mouths-ის სიმღერა All Star-ს აყოლებენ პირს. აქ შეხვდებით „300 სპარტანელის“, „ადამიანი ობობას“, „მატრიცას“, „ყოვლისშემძლე ბრიუსის“, „გლადიატორის“, „მწვანე მილის“, „ტიტანიკის“, „მებრძოლთა კლუბისა“ და სხვა, ყველასთვის ნაცნობი ფილმების პერსონაჟებს, რომლებიც All Star-ს მღერიან.

ალგორითმი, რომლის დახმარებითაც ვიდეო შეიქმნა, როგორც უკვე ვთქვით, ტუჩის მოძრაობის სინქრონიზებას ახერხებს. ანუ, შესაძლებელს ხდის ამა თუ იმ ვიდეოში ასახული ადამიანის ტუჩის მოძრაობა ყალბ ხმას მოარგოს.

Wave2Lip-ის დახმარებით, შესაძლებელია ტელე-შოუებისა თუ ფილმების გახმოვანების ახალი პრაქტიკა გაჩნდეს. ანუ, შეიძლება მომავალში ქართულად გახმოვანებულ უცხოურ ფილმში პერსონაჟების ტუჩის მოძრაობა ქართულ სიტყვებს ერგებოდეს. იგივე შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა ტიპის, შემეცნებით ვიდეოჩანაწერზე. ალგორითმის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ GitHub-ზე, ან ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

word

ასტროფესტივალი 2020-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 12 სექტემბერს გაიმართება

Singular ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming კონკურსის გამარჯვებულია